Samsung AI TV-ის ახალი ეპოქა

შეიგრძენი გასაოცარი სხვაობა Samsung OLED-ის მეშვეობით

ყვავილის ფერადი და ნათელი სურათი 2024 წლის Samsung OLED ეკრანზე. ყვავილის ფერადი და ნათელი სურათი 2024 წლის Samsung OLED ეკრანზე.

რატომ უნდა აირჩიო Samsung OLED?

ღრმა შავი, სუფთა თეთრი და ხასხასა ფერები

გამოსახულების OLED ხარისხი

დატკბი გამოსახულების გასაოცარი ხარისხით Samsung OLED-თან ერთად

აღჭურვილია NQ4 AI Gen2 პროცესორით
ფერების აფეთქება იდეალურად შავ ფონზე, გამოკვეთილი ტელევიზორის სახით. ფერების აფეთქება იდეალურად შავ ფონზე, გამოკვეთილი ტელევიზორის სახით.

Samsung OLED-ის იმერსიული გამოსახულების გასაოცარი ხარისხის მეშვეობით შეძლებ გასცდე ეკრანის საზღვრებს. უახლესი ტექნოლოგიის თვითგანათებადი პიქსელების და NQ4 AI Gen2 პროცესორის მეშვეობით ხდება შენი საყვარელი სატელევიზიო შოუების და ფილმების გამოსახულების რეზოლუციის 4K-მდე გაზრდა. სიკაშკაშის გაუმჯობესების და ფერების ასახვის უნიკალური OLED ტექნოლოგიების წყალობით კი შესაძლებლობა გეძლევა დატკბე უფრო მაღალი სიზუსტით ასახული კადრების ყურებით და თავი მოქმედებათა ეპიცენტრში იგრძნო.

  • ყურების გამოცდილება განსხვავდება კონტენტის ტიპის და ფორმატის მიხედვით.
  • 4K AI upscaling შესაძლოა არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმში.

ნუ მისცემ ეკრანის ანარეკლს ხელი შეგიშალოს შენი საყვარელი შოუს ყურებაში

OLED Glare Free

ოდესმე ხელი შეუძლია შენთვის ტელევიზორის ეკრანზე არეკლილ სინათლეს? Samsung OLED მინიმუმამდე ამცირებს ეკრანზე ისეთი წყაროებიდან მომავალი ანარეკლის მოხვედრას, როგორიცაა მზის სხივები ან სანათი და საშუალებას გაძლევს დატკბე ღრმა შავი ფერით და ხასხასა ფერადი გამოსახულებით. ახლა უკვე შეგიძლია უყურო შენს საყვარელ ფილმებს და შოუებს ანარეკლებით ყურადღების გაფანტვის გარეშე.

UL-ის მიერ ვერიფიცირებულია, როგორც Glare-Free. ვერიფიკაცია განხორციელდა UL-ის მიერ გამოყენებული მეთოდებით. გამოყენებული ვერიფიკაციის მეთოდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://verify.ul.com/verifications/1310. ტერმინი „Glare-Free“ დაკავშირებულია UL სტანდარტთან და შესაძლოა ზუსტად არ აღწერდეს ფუნქციის მახასიათებლებს.

დატკბი დეტალური გამოსახულებით ზუსტი კონტრასტის მქონე პიქსელების მეშვეობით

OLED HDR Pro (2,3-ჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე OLED HDR)

დაინახე უმცირესი დეტალებიც კი და ისიამოვნე იმერსიული გამოცდილებით საყვარელი კონტენტის ყურებისას. NQ4 AI Gen2 პროცესორი იყენებს სიკაშკაშის გასაუმჯობესებელ და OLED HDR Pro ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება კადრების სიმკვეთრის და ასახვის ხარისხის გაუმჯობესება, იქნება ეს უკიდურესად კაშკაშა თუ დაბალი განათების პირობებში გადაღებული სცენები.

OLED გეიმინგის გამოცდილება

მიიღე გეიმინგის გაუმჯობესებული გამოცდილება შეუდარებელი ეკრანის მეშვეობით

სცენები The First Berserker Khazan-დან ოპტიმიზირებულია უფრო მკვეთრ სიცხადეში Samsung-ის NQ4 AI Gen2 პროცესორით, როდესაც მამაკაცი თამაშობს Samsung OLED-ზე. სცენები The First Berserker Khazan-დან ოპტიმიზირებულია უფრო მკვეთრ სიცხადეში Samsung-ის NQ4 AI Gen2 პროცესორით, როდესაც მამაკაცი თამაშობს Samsung OLED-ზე.

მიიღე გეიმინგის ოპტიმიზებული გამოცდილება Samsung OLED-ის მეშვეობით. Motion Xcelerator 144Hz უზრუნველყოფს შენი საყვარელი თამაშების მოძრავი კადრების უმაღლეს სიმკვეთრეს, ხოლო AI Auto Game რეჟიმი ახდენს შენი თამაშის პარამეტრების ავტომატურ ოპტიმიზაციას ჟანრის შესაბამისად. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა თამაშში ფინიშის ხაზს უახლოვდები თუ მოწინააღმდეგეებს ებრძვი, ჩვენი NQ4 AI Gen2 პროცესორის მეშვეობით შეძლებ მიიღო მაქსიმალურად იმერსიული გამოცდილება და თავი მოქმედების ეპიცენტრში იგრძნო.

OLED დიზაინი

ყველაზე თხელი და დახვეწილი

ისტორიაში ყველაზე თხელი დიზაინის მქონე Samsung OLED იდეალურად ერგება ნებისმიერ სივრცეს. მკვეთრი კუთხეები, მინიმალისტური სტილის ჩარჩო და ბრტყელი უკანა ნაწილი მას ნებისმიერი სახლის ინტერიერის დახვეწილ ელემენტად აქცევს. გარდა ამისა, One Connext Box და One Connect Cable დაგეხმარება კაბელების მარტივად ორგანიზებაში.

A detailed blue and pink pattern on a pitch black background on the 2024 Samsung OLED display. A detailed blue and pink pattern on a pitch black background on the 2024 Samsung OLED display.
2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის უკანა მხარეს აქვს სუფთა გარეგნობა One Connect Box-ის წყალობით, რომელიც აწყობს მრავალ კაბელს. 2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის უკანა მხარეს აქვს სუფთა გარეგნობა One Connect Box-ის წყალობით, რომელიც აწყობს მრავალ კაბელს.

One Connect Box

2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის მხარე აჩვენებს მის ლაზერულ სლიმ დიზაინს One Connect Box-ით, რომელიც კარგად არის მიმაგრებული სადგამზე. 2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის მხარე აჩვენებს მის ლაზერულ სლიმ დიზაინს One Connect Box-ით, რომელიც კარგად არის მიმაგრებული სადგამზე.

LaserSlim დიზაინი

ოთხი მრგვალი უნაკერო დინამიკი 2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის უკანა მხარეს ქმნის ჰარმონიულ გარეგნობას. ოთხი მრგვალი უნაკერო დინამიკი 2024 წლის Samsung OLED ტელევიზორის უკანა მხარეს ქმნის ჰარმონიულ გარეგნობას.

დახვეწილი დიზაინის დინამიკი

Samsung OLED-ის
ინოვაციური
მახასიათებლები

  • The 2024 Samsung OLED shows a detailed flower in accurate colour.

    Expert Calibration

    დატკბი ორიგინალი კონტენტის ფერების ზუსტი რეპროდუქციით. Expert Calibration-ის მეშვეობით შენ მიიღებ მაღალი ხარისხის ფერებს, რომლებიც ასახავს ტონების ყველაზე შეუმჩნეველ ცვლილებებსაც კი.
  • The 2024 Samsung OLED shows swatches of Pantone colours on a colourful nature scene. Pantone and Pantone SkinTone Validated logos.

    PANTONE-ს მიერ ვალიდირებული

    PANTONE-ს მიერ ვალიდირებული ნიშნავს, რომ ის ზუსტად ასახავს 2 030 PANTONE ფერს და 110 ახლად დამატებულ კანის ტონს, რისი წყალობითაც შეგიძლია ისიამოვნო მაქსიმალურად რეალისტური კადრების ყურების გამოცდილებით.
  • Two people are looking at the 2024 Samsung OLED TV screen and controlling their devices with the SmartThings app that makes their house smart.

    SmartThings1

    მოახდინე შენი სახლის მოწყობილობების ოპტიმიზაცია და მოარგე ისინი შენი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს. ინტეგრირებული SmartThings Hub-ის მეშვეობით შეძლებ ისიამოვნო პერსონალიზებული ჭკვიანი სახლის ფუნქციებით და აკონტროლო SmartThings-თან თავსებადი სხადასხვა მოწყობილობა, რაც გაგიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
  • The 2024 Samsung OLED TV displays various free channels and streaming content on the Samsung Tizen OS home screen.

    Samsung Tizen ოპერაციული სისტემა2

    შენს ტელევიზორზე დაინსტალებული Samsung Tizen ოპერაციული სისტემა საშუალებას გაძლევს ისარგებლო უახლესი აპლიკაციებით და სერვისებით. გამოიყენე Samsung TV Plus და ისიამოვნე უფასო სატელევიზიო არხებით და ათასობით ფილმით, Gaming Hub-ის მეშვეობით მიიღე წვდომა ქლაუდ-გეიმინგის სერვისზე, Daily+-ით მართე შენი ყოველდღიური აქტივობები, ხოლო SmartThings-ის მეშვეობით აკონტროლე შენი ჭკვიანი მოწყობილობები - Knox Security უზრუნველყოფს შენი კონფიდენციალურობის დაცვას.
  • The front and back of the SolarCell Remote at an angle.

    SolarCell დისტანციური მართვის პულტი3

    დისტანციური მართვის პულტის ელემენტი იმუხტება მის უკანა მხარეს დამონტაჟებული მზის პანელის მეშვეობით, შესაბამისად, აღარ არსებობს SolarCell დისტანციური მართვის პულტისთვის გარემოსთვის მავნებელი ერთჯერადი ელემენტების გამოყენების საჭიროება.
  • The Samsung Knox Security logo on a black background on the 2024 Samsung OLED screen.

    Samsung Knox Security4

    Samsung TV-ების გამოყენებისას შენი კონფიდენციალურობა დაცულია. შენი სენსიტიური მონაცემები, როგორიცაა პინ-კოდები და პაროლები, დაცულია პროგრამული და აპარატურული უსაფრთხოების რამდენიმე შრით. გარდა ამისა, Samsung Knox Security იცავს შენს ტელევიზორთან დაკავშირებულ სახლის და IoT მოწყობილობებს და ავტომატურად ბლოკავს არაავტორიზებულ მავნე აპლიკაციებთან და ფიშინგის საიტებთან წვდომას. ამასთანავე Samsung-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროფესიონალთა გუნდი რეგულარულად უშვებს შენი ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
  • Two people are looking at a 2024 Samsung OLED TV featured with Dolby Atmos, while TV's sound fills the space around them.

    Dolby Atmos®

    Samsung-ის ახალი, ზევით მიმართული დინამიკების მეშვეობით შეძლებ ისიამოვნო გაუმჯობესებული სივრცული ხმის უნიკალური გამოცდილებით. Dolby Atmos-ის და ზევით მიმართული დინამიკების ერთობლივი მუშაობით იქმნება მრავალგანზომილებიანი აუდიოსივრცე, რომლის მეშვეობითაც შეძლებ თავი იგრძნო ისე, თითქოს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფები.
  • Dialogue from a man on the screen is amplified over the background sounds in the scene and the noise from the vacuum cleaner in the room.

    Active Voice Amplifier Pro5

    AI-თ მხარდაჭერილი ხმის გაუმჯობესების ტექნოლოგია ახორციელებს ფონური და გარემოს ხმების ანალიზს და ახდენს საუბრის ხმების იზოლაციას, რისი წყალობითაც დიალოგები კრისტალურად მკვეთრი ხდება. ისიამოვნე შეუდარებელი აუდიო გამოცდილებით და მკაფიო დიალოგებით ისეთ პირობებშიც კი, სადაც ყურადღებას უამრავი დეტალი გიფანტავს.

შეადარე Samsung OLED ტელევიზორები

  • ეკრანის ზომა

  • გარჩევადობა

  • HDR (მაღალი დინამიური დიაპაზონი) HDR იშიფრება, როგორც „მაღალი დინამიური დიაპაზონი“ და გულისხმობს ტექნოლოგიას, რომელიც უფრო ზუსტად გამოსახავს ვიზუალურ დეტალებს როგორც ძალიან ნათელ, ისე ძალიან ჩაბნელებულ ადგილებში.

  • OLED Glare Free

  • პროცესორი

  • Motion Xcelerator Turbo Pro

  • Freesync Premium Pro სერტიფიცირებული AMD FreeSync™ Premium Pro-სთვის, რომელიც იძლევა უპრობლემო გეიმინგისა და ნამდვილი HDR გამოცდილების მიღების საშუალებას.

  • Super Ultrawide GameView & Game Bar 21:9 და 32:9 ეკრანის თანაფარდობები გთავაზობს დამატებით ჩვენებას მაქსიმალური გეიმინგ გამოცდილების მისაღებად, ხოლო Game Bar-ი საშუალებას გაძლევს რეალურ დროში მოახდინო პარამეტრების კორექტირება მოსაგებად.

  • Dolby Atmos® შენ შეგიძლია ისიამოვნო ფოტოებით, რომელიც პროფესიონალურად არის შერჩეული ფერთა გრადაციის სიზუსტით სახლში.

  • Object Tracking Sound OTS იშიფრება, როგორც „ობიექტზე თვალყურის დევნების ხმა“, Samsung-ის დაპატენტებული მაღალი სიმძლავრის აუდიო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაიგონ ხმა პირდაპირ ობიექტის შესაბამისი ადგილმდებარეობიდან ეკრანზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ობიექტი მოძრაობს.

  • Q-Symphony Q-Symphony საშუალებას გაძლევს გაიგო ხმა ერთდროულად ტელევიზორის დინამიკებიდან და საუნდბარიდან, რაც ქმნის უფრო სინერგიზებულ ხმის გამოცდილებას.

  • დიზაინი

  • დასამაგრებელი თხელი One Connect დასამაგრებელი თხელი One Connect გთავაზობს სადენის მარტივ და მოწესრიგებულ მართვის შესაძლებლობას ტელევიზორის ყველა მოწყობილობის ერთ სადენთან დაკავშირების საშუალებით. ასევე ის შეიძლება პირდაპირ შეუერთოთ ტელევიზორის სტენდს.

  • Samsung Tizen OS

  • SmartThings განიტვირთე და მიეცი SmartThings-ს საშუალება უპრობლემოდ დააკავშიროს, დააკვირდეს და მართოს შენი ყველა სმარტ მოწყობილობა, რათა ინტუიციური კონტროლი განახორციელოს ინტეგრირებული ჰაბის საშუალებით.

  • 77/65/55
  • 4K (3840 x 2160)
  • OLED HDR Pro
  • კი
  • NQ4 AI Gen2 პროცესორი
  • კი(4K 144Hz)
  • კი
  • კი
  • კი
  • OTS+
  • კი
  • Infinity One დიზაინი
  • კი
  • კი (Tizen™)
  • კი
  • 65/55
  • 4K (3840 x 2160)
  • OLED HDR+
  • -
  • NQ4 AI Gen2 პროცესორი
  • კი (4K 144Hz)
  • -
  • კი
  • კი
  • OTS Lite
  • კი
  • LaserSlim დიზაინი
  • -
  • კი (Tizen™)
  • კი

ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების მიერ დამტკიცებული ეფექტურობა

Samsung OLED-ის გამოსახულების უმაღლესი ხარისხი და ეფექტურობა დამტკიცებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ.

სერტიფიკატები არ ვრცელდება S85D მოდელზე.

გამოსახულებები სიმულირებულია და წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. ვიზუალური მახასიათებლები და დიზაინის სპეციფიკაციები, რომლებიც არ მოქმედებს პროდუქტის წარმადობაზე, შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.

  1. 1.

    ტექნოლოგიების, ფუნქციების და მახასიათებლების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, სერვისის პროვაიდერის, ქსელის პარამეტრების და პროდუქტის მიხედვით და შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.
    საჭიროა Wi-Fi, Bluetooth ან სხვა უსადენო ქსელთან კავშირი და Samsung-ის ანგარიშზე ავტორიზაცია.
    დაკავშირებული მოწყობილობები იყიდება ცალკე.
    „მშვიდი“ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭიროა თანხმობა როგორც SmarThings-ის, ისეე ავტომატურად რეგისტრირებული მოწყობილობის კონფიდენციალურობის შეტყობინებაზე.
    UI შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.

  2. 2.

    კონტენტი და სერვისები განსხვავდება რეგიონის მიხედვით და შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.
    გამოყენებამდე უნდა დაეთანხმო Smart Hub-ის წესებს, პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
    ზოგიერთი კონტენტი და სერვისი ხელმისაწვდომია რეგისტრაციისა და გამოწერის შემდეგ.
    (ჩინეთის, თურქეთის და ისრაელის გარდა) Samsung Tizen ოპერაციული სისტემის ფუნქციების, მათ შორის ჭკვიანი ტელევიზორის ფუნქციების და აპლიკაციების სრულ ასორტიმენტზე წვდომისთვის საჭიროა Samsung-ის ანგარიში. თუ არ გსურს ავტორიზაციის გავლა, შეძლებ მხოლოდ საეთერო ტელევიზიის (გამოიყენება მხოლოდ არხების სელექტორის მქონე მოწყობილობებზე) ფუნქციით სარგებლობას და გარე მოწყობილობებთან კაბელით, მაგალითად HDMI-ს საშუალებით დაკავშირებას. Samsung-ის ანგარიშის შესაქმნელად შესაძლოა დაგჭირდეს ცალკე მოწყობილობა (მაგ., კომპიუტერი ან მობილური).

  3. 3.

    დისტანციური მართვის პულტის მზის ენერგიით დასამუხტად, ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი უნდა მოათავსო ისე, რომ მზის პანელი მიმართული იყოს ზევით. მოათავსე ის შენს მისაღებ ოთახში, როდესაც ჩართულია განათება ან ფანჯარასთან ახლოს, მზის ბუნებრივი სხივებით განათებულ ადგილას.
    დისტანციური მართვის პულტის ელემენტის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, მის დამუხტვას USB-C კაბელის მეშვეობით შეძლებ. დისტანციური მართვის პულტის ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის შემოწმება შეგიძლია ტელევიზორის მენიუში (პარამეტრები (Settings) > ზოგადი პარამეტრები და კონფიდენციალურობა (General & Privacy) > ელექტროენერგიის დაზოგვა (Power & Energy Saving) > დისტანციური მართვის პულტის ელემენტის მუშაობის დარჩენილი ხანგრძლივობა (Available Remote Battery)).
    SolarCell დისტანციური მართვის პულტის დიზაინი და ღილაკების განლაგება განსხვავდება რეგიონის მიხედვით.
    2024 წლის ტელევიზორების მოდელებისთვის განკუთვნილი SolarCell დისტანციური მართვის პულტი შეიცავს სულ მცირე 24% გადამუშავებულ პლასტმასს (პლასტმასის ჯამური წონის გათვალისწინებით)

  4. 4.

    „Secured by Knox“ მარკირება გამოიყენება Tizen® ოპერაციული სისტემის მქონე, 2015 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsun TV-ებზე.
    უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გარანტირებულია პროდუქტის გამოშვებიდან სულ მცირე სამი წლის განმავლობაში.
    საჭიროებს პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიას.

  5. 5.

    ამ ფუნქციის გასააქტიურებლად უნდა გადახვიდე ჩანართებზე: ტელევიზორის მენიუ (TV Menu) > ჭკვიანი რეჟიმი (Intelligent Mode) > Adaptive Sound Pro. ნაგულისხმევი პარამეტრებით Adaptive Sound Pro გამორთულია.

});