Samsung-ში პირადი მონაცემების დამუშავების პროცედურა არის გამჭვირვალე, თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების დამსახურებით დაცული და უზრუნველყოფს სრულ კონფიდენციალურობას, რათა შეძლო, თავდაჯერებულად, ისარგებლო შენი მოწყობილობებით.
პირადი მონაცემების დაცვის ჩაშენებული ფუნქციები
კონფიდენციალურობა და უფლებები
წვდომის კონტროლი კამერისა და მიკროფონის აპლიკაციებზე
აპლიკაციები, როგორიცაა << ტელეფონი>>, << კამერა>>, << ხმის ჩამწერი>> და <>, მოითხოვს თანხმობას, მიკროფონის ან კამერის გამოყენებაზე, რადგან ისინი უზრუნველყოფს წვდომას, ყველაზე მგრძნობიარე მონაცემებზე.
მიკროფონისა და კამერის გამოყენებისას, მოწყობილობის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში, ჩნდება მწვანე წერტილი. გთხოვ, ყურადღებით შეამოწმო, რომელი აპლიკაციები გამოიყენება ამ დროს.
შეამოწმე მონაცემები, რომლებიც სერვისების <<პარამეტრებში>> შია და გამართე ისინი ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შენს ინფორმაციაზე წვდომა.
Samsung Health
შენს ჯანმრთელობაზე ინფორმაციის საიმედო დაცვა
მონაცემები შენი ჯამრთელობის შესახებ, როგორიცაა, წონა, წნევა, გულისცემა და სხეულის შემადგენლობა, გროვდება Samsung Health აპლიკაციაში , საიმედოდ იშიფრება და ინახება, Knox-ის უსაფრთხოების პლატფორმაზე. აღნიშნული, შენი ნებართვის გარეშე, ვერავის გადაეცემა.(თუმცა, პარტნიორული სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში, შენი თანხმობით, შესაძლებელია გადაიცეს მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მხოლოდ მომსახურების გაწევისთვის. შენ შეგიძლია, შეწყვიტო ამ სერვისების გამოყენება ნებისმიერ დროს)
Bixby
ხმოვანი მონაცემები უსაფრთხოდაა
Bixby ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რასაც შენ ამბობ. როდესაც იკითხავ: „როგორი ამინდია დღეს?“ Bixby დაუყოვნებლივ გარდაქმნის შენს ხმას ტექსტად და წაშლის შენს ხმოვან მონაცემებს. გარდა ამისა, ყველა ხმოვანი ინფორმაცია დაშიფრულია, გამონაკლისად, შენი ნებართვით შეიძლება გაიგზავნოს სერვერზე, მხოლოდ სასწავლო მიზნით. ესაუბრე Bixby-ს თავდაჯერებულად!
სახლის მონიტორინგი
შენი სახლის დისტანციური კონტროლი
მაშინაც კი, როცა სახლში არ ხარ, შეგიძლია ფოტოების და ვიდეოების ნახვა Jet Bot AI+-ით. სახლის მონიტორინგის ფუნქცია Jet Bot AI+-ზე შეიძლება ჩართო და გამორთო ნებისმიერ დროს, გამოყენებისას აქტიურდება მოწყობილობის უკანა განათება. გარდა ამისა, ყველა ხმოვანი ინფორმაცია დაშიფრულია, გამონაკლისად, შენი ნებართვით შეიძლება გაიგზავნოს სერვერზე, მხოლოდ სასწავლო მიზნით. ესაუბრე Bixby-ს თავდაჯერებულად! გარდა ამისა, შენი კონფიდენციალურობის დასაცავად, ყველა გადაკონტროლებული ხმა და ვიდეო იგზავნება დაშიფრულად და არ ინახება Jet Bot AI+-ზე
Samsung Internet
გააზიარე სურათები და არა ინფორმაცია მათ შესახებ
ინტერნეტში ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი - სიახლეების გაცნობა, შოპინგი და სხვა. საიტები ხშირად აანალიზებენ შენი ძიების ისტორიას, რათა გამოიყენონ ეს მონაცემები რეკლამების გასაზიარებლად. დააყენე Smart Anti-Tracking და შეზღუდე პერსონალური მონაცემების გამოყენება შენი ნებართვის გარეშე. დარჩი დაცული!
Private Share და დაცული საქაღალდე
გააზიარე სურათები და არა ინფორმაცია მათ შესახებ
ახლა, ფოტოს გაგზავნისას, შეგიძლია წაშალო მდებარეობის მონაცემები, თუ სადაა სურათი გადაღებული, ხოლო მნიშვნელოვანი კონტენტის გაგზავნისას (პირადი სურათები, აუდიო, ვიდეო და სამუშაო დოკუმენტები) , გამოიყენო Private Share ფუნქცია. შენ ასევე შეგიძლია დააყენო ვადის გასვლის თარიღი, გაზიარებულ კონტენტზე, რის შემდეგაც ინფორმაცია ავტომატურად განადგურდება, ან ნებისმიერ დროს წაიშლება გაზიარებული კონტენტი, მიმღების მოწყობილობიდან. გარდა ამისა, კონტენტის მიმღები ვერ შეძლებს გაზიარებული შიგთავსის კოპირებას, შენახვას ან ხელახლა გაგზავნას ვინმესთვის. თუ შენ ფლობ, კონფიდენციალური შინაარსის ფაილებს, შეგიძლია, უსაფრთხოდ შეინახო ისინი შენს მოწყობილობაზე, სპეციალურ უსაფრთხო საქაღალდეში.
Smart Hub
კონფიდენციალური პარამეტრების მარტივი შემოწმება და შეცვლა.
Samsung Smart Hub-ით, პირდაპირი სტრიმინგის გარდა, შეგიძლიათ წვდომა სხვა მრავალ სერვისზე, როგორიცაა მრავალი მოწყობილობის დაკავშირება დაგეგმილი ჩაწერისთვის, კონტენტის შექმნისთვის ან თამაშებისთვის. სერვისების გამოყენებისას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადახვიდეთ Smart Hub-ის მთავარ ეკრანზე კონფიდენციალურობის პარამეტრებზე, რათა შეამოწმოთ რა პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება იმ დროს და შეცვალოთ პარამეტრები მონაცემთა დაცვისთვის.
Samsung რეკლამა
შენ წყვეტ, რომელი რეკლამა ნახო
სამსუნგის პერსონალიზებული რეკლამები ნაჩვენებია აპლიკაციებში ან ახლომდებარე მოწყობილობებში. აღნიშნულისთვის გამოყენებული ინფორმაცია შეგიძლია იხილო "პარამეტრებში" - იმავე ადგილას, ნებისმიერ დროს შეგიძლია გამორთოთ. (ამ შემთხვევაში, რეკლამის ჩვენება გაგრძელდება, მაგრამ, ქსელში, შენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე ).
პერსონალური მონაცემების უსაფრთხო მართვა
ჩვენ შევქმენით საიტი, სადაც შეგიძლია უსაფრთხოდ მართო შენი პერსონალური ინფორმაცია და შეამოწმო, რა ინფორმაცია არის გამოყენებული Samsung-ის აპლიკაციებსა და სერვისებში.