Voice Assistant + TalkBack
Samsung и Google მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ უნიკალური, ხელმისაწვდომი და ერთიანი
ინტერფეისი, ყველა ანდროიდის მოწყობილობისთვის.
ახლა, ერთ პროგრამაში ეკრანიდან ამოკითხვა, გაერთიანებულია Samsung ხმოვანი დამხმარე და Google ის TalkBack .
უნიკალური იდენტიფიკატორების წყალობით -Voice Assistant და TalkBack , ჩვენ გვაქვს, ყველა Android მოწყობილობაზე ეკრანიდან უფრო ეფექტური და მოსახერხებელი წაკითხვის საშუალება.
შეაფასეთ TalkBack One UI 3.0 ინტერფეისში.
როგორ ვისარგებლოთ TalkBack
-
• გამოყენების საფუძვლების გაცნობა
TalkBack -ამოიკითხავს არჩეულ ელემენტებს ხმამაღლა.
ფოკუსის კონტროლი შესაძლებელია ეკრანზე შეხებით ან გადაადგილებით. -
• მოუსმინე რა წერია ეკრანზე
შეეხე ეკრანს ერთი თითის შეხებით, ან თავისუფლად გადაადგილდე ეკრანზე, მისი შეხებით.
-
• შეეხე ეკრანს ერთი თითის შეხებით, ან თავისუფლად გადაადგილდე ეკრანზე, მისი შეხებით.
ორჯერ შეეხეთ ერთი თითით.
-
• ფოკუსის გადაადგილება სხვა ელემენტზე
გადაატარეთ მარცხნივ/მარჯვნივ ცალი თითით.
• შენ გაქვს საშუალება, შეისწავლოთ ძირითადი გამოყენების მეთოდები , ამისათვის , ვირჩევთ 'პარამეტრები>სპეციალური შესაძლებლობები> TalkBack> პარამეტრები >TalkBack-ის სახელმძღვანელო'
TalkBack ში ინტეგრირებული "ხმოვანი ასისტენტის" პარამეტრები
TalkBack ში ინტეგრირებული "ხმოვანი ასისტენტის" პარამეტრები
-
• ჟესტიკულაცია რამდენიმე თითით
ხმოვანი ასისტენტის მრავალ თითის ჟესტები, ახლა უკვე ხელმისაწვდომია TalkBack-ის ერთი თითის ჟესტებთან ერთად. გაუშვი TalkBack-ის სხვადასხვა ფუნქციები მრავალ თითის ჟესტებით, პარამეტრებში გადასვლის გარეშე.
შენ ყოველთვის შეგიძლია შეცვალო ჟესტი, როცა გინდა და როგორც გინდა, თუ შენ ის არ მოგწონს.
• გადადი «სპეციალური შესაძლებლობები> TalkBack>პარამეტრები> ჟესტების დარეგულირება", რათა გაიგო მეტი და შეცვალო თითოეული ჟესტის ქმედება. -
• ჟესტიკულაციის მართვა როგორ ვისარგებლოთ
დაგავიწყდათ ჟესტი? შენ შეგიძლია შეამოწმო და მოსინჯო სხვადასხვა ჟესტი შენს ჟესტიკულაციის პანელზე. ჟესტიკულაციის პანელის შესაქმნელად, ერთხელ შეეხეთ ეკრანს ოთხი თითით.
-
• როგორ ვისარგებლოთ კითხვის მენიუთი
ხმოვანი ასისტენტის სწრაფი მენიუ ასევე ხელმისაწვდომია ახალ TalkBack -ში.
ხელმისაწვდომი კითხვის მენიუზე წვდომისთვის -გადაატარე სამი თითი ნებისმიერი მიმართულებით, ზევით ქვევით, მარცხნივ/მარჯვნივ. სამი თითის უწყვეტი მოძრაობა, საშუალებას მოგცემს აირჩიოთ სასურველი კითხვის მენიუ. მაგალითად როგორიცაა დეტალიზაციის დონე, მეტყველების სიჩქარე და სალაპარაკო ენა.
• გამართე საკუთარი მენიუ კითხვისთვის - «სპეციალური შესაძლებლობები> TalkBack> პარამეტრები> პარამეტრების მენიუ». -
• გააქტიურე TalkBack ინსტალაციის დროს
ახლა უკვე შენ შეგიძლია გააქტიურო TalkBack და გამოიყენო ის პირველივე ეკრანიდან, რომელიც ჩნდება ტელეფონის ყუთიდან ამოღებისთანავე. ეს მეთოდი ხელმისაწვდომია ინსტალაციის დროს , სრული პროცესის განმავლობაში .
• შეეხე და გააჩერე ორი თითით
• სწრაფად დააჭირეთ გვერდითა და ხმის ამაღლების ღილაკებს
• ხანგრძლივად დააჭირეთ ხმის ამაღლებისა და დაწევის ღილაკებს
TalkBack-ის სხვა სასარგებლო ფუნქციები
-
TalkBack-ის სხვა სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა ტექსტის რედაქტირება და კლავიატურის კომბინაციები, დაგეხმარება შენი მოწყობილობის უფრო სწრაფად და მარტივად მართვაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ TalkBack-ის პარამეტრები და სახელმძღვანელო. -
• ტექსტის რედაქტირება
რედაქტირების ფუნქციები, როგორიცაა ტექსტის გამოყოფა, ყველაფრის მონიშვნა, დაკოპირება, ამოჭრა და ჩასმა, შესაძლებელია გაკეთდეს ჟესტების გამოყენებით.
ჟესტების შესახებ მეტი რომ შეიტყო, გადადი 'პარამეტრები >სპეციალური შესაძლებლობები > TalkBack > პარამეტრები > ჟესტების პარამეტრების მორგება -
• ცხელი კლავიშები
შენ შეგიძლია მართო TalkBack კლავიატურის კომბინაციებით, თუ ჩართულია კლავიატურა , რომელსაც აქვს Bluetooth ან USB მხარდაჭერა.
• იმისათვის რომ , გაიგო მეტი, კლავიატურის კომბინაციების პარამეტრებზე, გადადი 'პარამეტრები > სპეციალური შესაძლებლობები > TalkBack > პარამეტრები> მოირგო (გამართო) ცხელი კლავიშები'.
გამოიყენე TalkBack-ის მანევრები
დააჭირე აქ TalkBack-ით დაშვებული ერთი ან მრავალი თითით შესასრულებელი მანევრების სანახავად.
ხმის ასისტენტი და როგორ გამოვიყენოთ ის.
ხმოვან ასისტენტს შეუძლია შენი თვალების როლი შეასრულოს შენი ტელეფონის გამოყენებისას. მისი ფუნქციები გაძლევს მაქსიმალურ კონტროლს შენს ტელეფონზე, მაშინაც კი, თუ შენ ვერ ხედავ მას. როდესაც ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია ჩართულია, შენი ტელეფონი მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს სთავაზობს ხმოვან დახმარებას მათი ტელეფონის გამოყენებაში და მართვაში. მაგალითად, ის აღწერს ყველაფერს, რასაც აკეთებ: შეეხე ეკრანს, აირჩიე და გაააქტიურე. შენ ასევე შეგიძლია დაარედაქტირო ტექსტი ან შეცვალო ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ხმის ან მეტყველების სიჩქარე ნაცნობი ჟესტებით.
* მოწყობილობის გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნებისთვის.