როგორ მოვძებნო და დავაყენო საეთერო და საკაბელო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე
შინაარსი:
- როგორ დავაყენო საეთერო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე ავტომატურად
- როგორ დავაყენო საკაბელო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე ავტომატურად
- როგორ დავაყენო საკაბელო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე ხელით
- როგორ მოვძებნო საკაბელო არხების პარამეტრები (სიხშირეები) არხების ხელით დასაყენებლად
- თუ ტელევიზორი ვერ პოულობს არხებს
- თუ ტელევიზორზე მხარდაჭერილი არ არის DVB-T2 სტანდარტი
როგორ დავაყენო ავტომატურად საეთერო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე
იმისათვის, რომ ტელევიზორმა აჩვენოს საეთერო ტელევიზიის არხები, საჭიროა მათი ავტომატური დაყენების პროცესის გაშვება. არხების ავტომატური დაყენება გეხმარება არხების სწრაფად მოძებნაში და თანმიმდევრულად დალაგებაში. ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Samsung-ის ტელევიზორზე არხების დასაყენებლად.
ამავე საკითხზე:
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ საერთო კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დაყენებისას უნდა აირჩიო „ანტენა – ანტენა“.
სასურველია აირჩიო „ციფრული და ანალოგიური“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ აირჩიე „დასრულება“ ან „OK“.
პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“ და აირჩიე „წყარო“, შემდეგ კი „ტელევიზორი“.
დააჭირე ღილაკს „Menu“ და აირჩიე „პარამეტრები“ ტელევიზორის ეკრანზე.
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ სახლის ანტენის კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დასაყენებლად უნდა აირჩიო „ანტენა – ანტენა“.
სასურველია აირჩიო არხის ტიპი — „ციფრული და ანალოგიური“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ აირჩიე „დახურვა“.
პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“ და აირჩიე „წყარო“, შემდეგ კი „ტელევიზორი“.
პულტზე დააჭირე ღილაკს „Home“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“, შემდეგ კი გადადი ჩანართზე „მეტი“.
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ სახლის ანტენის კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დასაყენებლად უნდა აირჩიო „ანტენა – ანტენა“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „დასრულება“ ან „OK“.
დააჭირე ღილაკს „Source“ და აირჩიე „ტელევიზორი“.
დააჭირე ღილაკს „Menu“ და აირჩიე „პარამეტრები“ ტელევიზორის ეკრანზე.
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ სახლის ანტენის კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დასაყენებლად უნდა აირჩიო „ანტენა – ანტენა“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ აირჩიე „დასრულება“.
დააჭირე ღილაკს „Source“ და აირჩიე „ტელევიზორი“.
დააჭირე ღილაკს „Source“ და აირჩიე „ტელევიზორი“.
დააჭირე ღილაკს „Menu“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“.
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ სახლის ანტენის კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დასაყენებლად უნდა აირჩიო „ანტენა“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „OK“.
დააჭირე ღილაკს „Source“ და აირჩიე „ტელევიზორი“.
დააჭირე ღილაკს „Menu“ და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“.
შენიშვნა:
დაკავშირების ტიპის მიუხედავად (იქნება ეს ოთახში დამონტაჟებული ანტენა თუ სახლის ანტენის კაბელი), საეთერო ტელევიზიის პარამეტრების დასაყენებლად უნდა აირჩიო „ანტენა – ანტენა“.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „OK“.
როგორ დავაყენო საკაბელო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე ავტომატურად
იმისათვის, რომ ტელევიზორმა დაიწყოს საკაბელო ტელევიზიის არხების ჩვენება, გაუშვი არხების ავტომატური დაყენება. არხების ავტომატური დაყენება გეხმარება სწრაფად მოძებნო და თანმიმდევრულად დაალაგო არხები. ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Samsung-ის ტელევიზორზე არხების დასაყენებლად.
პულტის ტიპის მიხედვით დააჭირე ერთ-ერთ ღილაკს - „Source“ ან „Home“ და აირჩიე „წყარო“ ან „მოწყობილობების დაკავშირება“, შემდეგ კი „ტელევიზორი“.
პულტის ტიპის მიხედვით დააჭირე ერთ-ერთ ღილაკს - „Source“ ან „Home“ და აირჩიე „პარამეტრები“ ტელევიზორის ეკრანზე.
კაბელის პარამეტრების დასაყენებლად აირჩიე არხის ტიპი — „ციფრული და ანალოგიური“.
თუ იცი რომელ ფორმატში გთავაზობს მაუწყებლობას შენი სერვის-პროვაიდერი, შეგიძლია აირჩიო „ციფრული“ ან „ანალოგიური“.
ოპერატორის არჩევა:
- თუ იცი რომელია შენი პროვაიდერი (მაგალითად Digital TV ან MarTV აირჩიე ის მენიუდან. ასეთ შემთხვევაში ძებნის დანარჩენი პარამეტრები ნაგულისხმევად დაყენდება.
- თუ არ იცი რომელია შენი ოპერატორი, აირჩიე „სხვა“. ასეთ შემთხვევაში ძებნის რეჟიმის პარამეტრების დასაყენებლად აირჩიე პუნქტი „სრული“.
ძებნის პარამეტრების სხვა მნიშვნელობები:
- „ავტო“ — ეს არის ავტომატური ძებნა სიხშირის მთელ დიაპაზონზე.
- „სრული“ — ეს არის ძებნა სიხშირის მთელ დიაპაზონზე.
- „სწრაფი“ — ეს არის ძებნა სიხშირის განსაზღვრულ (მითითებულ) დიაპაზონზე.
- „ქსელი“ — ეს არის ძებნა ოპერატორის (პროვაიდერის) ქსელის ფარგლებში განსაზღვრულ სიხშირის დიაპაზონზე.
არხების ძებნის დროს არ დააჭირო პულტის ღილაკებს. დაელოდე არხების ავტომატურად დაყენების დასრულებას. ამას შეიძლება 10 წუთამდე დასჭირდეს. არხების ავტომატურად დაყენების დასრულების შემდეგ აირჩიე „დახურვა“.
როგორ დავაყენო საკაბელო ტელევიზიის არხები Samsung-ის ტელევიზორზე ხელით
თუ არხების ავტომატურად დაყენების შემდეგ საკაბელო ტელევიზიის ზოგიერთი არხი არ მოიძებნა, შეგიძლია ხელით დააყენო არხები ძებნის პარამეტრების მითითების საშუალებით. ამისათვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
დარწმუნდი სწორად არის თუ არა არჩეული სიგნალის წყარო: კაბელი.
ტელევიზორის პარამეტრებში შესასვლელად პულტზე უნდა დააჭირო ღილაკს „Home“ ან „Menu“, შემდეგ კი აირჩიო ჩანართი „პარამეტრები“ ან „ყველა პარამეტრი“.
ძებნის პარამეტრებში შეიყვანე ძიებისთვის საჭირო მონაცემები: სიხშირის დიაპაზონი, მოდულაცია, სიმბოლოების გადაცემის სიჩქარე.
შენიშვნა:
- საჭიროა დააზუსტო საკაბელო ტელევიზიის პროვაიდერის პარამეტრები (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე პუნქტი „როგორ მოვძებნო საკაბელო არხების ძებნის პარამეტრები“).
- თუ სხვა ტელევიზორი გაქვს (რომელზეც პარამეტრები უკვე დაყენებულია), საჭირო მონაცემების ნახვას მის პარამეტრებში შეძლებ.
პულტის ღილაკზე „Return“ დაჭერით დაბრუნდი არხების ავტომატურად დაყენების ჩანართზე და გაუშვი არხების სკანირების პროცესი.
სკანირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ნაპოვნი არხების განსაზღვრული რაოდენობა. სკანირების დასრულების შემდეგ დააჭირე ღილაკს „დასრულება“ ან „OK“.
როგორ მოვძებნო საკაბელო არხების პარამეტრები (სიხშირეები) არხების ხელით დასაყენებლად
სიხშირეების სია დამოკიდებულია შენი ტელემაუწყებლობის ოპერატორსა და რეგიონზე. როგორც წესი, ეს სია გამოქვეყნებულია ტელემაუწყებლობის ოპერატორის საიტზე.
იმის დაზუსტება, თუ რომელი კომპანია გთავაზობს ტელემაუწყებლობის სერვისს, შეგიძლია მმართველ კომპანიაში.
თუ ტელევიზორი ვერ პოულობს არხებს
თუ ტელევიზორმა ვერც ერთი არხი ვერ იპოვა — შესამოწმებლად შეასრულე შემდეგი მოქმედებები:
შეამოწმე ხომ არ არის დაზიანებული კაბელი და არის თუ არა ის სათანადოდ დაკავშირებული ტელევიზორთან. ამისათვის გამოაერთე კაბელი ტელევიზორიდან და შეაერთე ის AIR/CABLE-ის კონექტორთან ზემოთ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
თუ ოთახის ანტენას იყენებ, სცადე მისი გადაადგილება ან გაეცანი ანტენის ინსტრუქციებს და ხელახლა გაიარე პროცესი ნულიდან.
დარწმუნდი, რომ ტელევიზორის მენიუში სიგნალის სწორი წყარო გაქვს არჩეული. სცადე არხების მოძებნა, წყაროს ტიპის შეცვლა - ანტენიდან კაბელზე გადაყვანა ან პირიქით. ამისათვის გამოიყენე ზემოთ მოცემული ინსტრუქციები.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ციფრული არხები მხოლოდ DVB-T2 სტანდარტზე მუშაობს.
DVB-T2 სტანდარტი მხარდაჭერილია Samsung-ის ყველა ტელევიზორზე, რომელიც გამოშვებულია 2013 წლის შემდეგ და ასევე 2012 წლის ზოგიერთ მოდელზე (E სერია, ის მოდელები, რომელთა კოდიც 7-ზე მთავრდება, მაგალითად UE40ES6547).
ამავე საკითხზე:
თუ დამოუკიდებლად დაყენებას ვერ ახერხებ, მიმართე მხარდაჭერის ცენტრს.
თუ ტელევიზორს არ გააჩნია DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა
თუ შენს ტელევიზორს არ გააჩნია DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა, რეკომენდებულია DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე დეკოდერის გამოყენება.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.