ვინ ქმნის Android-ის აპლიკაციებს და როგორ ჩამოვტვირთო ისინი

ბოლო განახლების თარიღი : 15-04-2024

ვინ ქმნის აპლიკაციებს

აპლიკაციებს პროგრამისტების სპეციალური გუნდი - დეველოპერები ქმნიან. ზოგი მათგანი კომპანიაზე მუშაობს, ზოგი კი დამოუკიდებლად. 

მათი ერთი ნაწილი - კომერციული დეველოპერები ყიდიან აპლიკაციებს ან მათში რეკლამებს ამატებენ. მეორე ნაწილი - ენთუზიასტები აპლიკაციებს უფასოდ ავრცელებენ.

დეველოპერი ფიოდორი დეველოპერი ფიოდორი

ეს არის დეველოპერი ფიოდორი და ის ენთუზიასტია.

საიდან ჩამოვტვირთო აპლიკაცია

თითქმის ყველა დეველოპერი ამატებს საკუთარ აპლიკაციას Play Store-ში - ეს არის სპეციალური კატალოგი (მაღაზია), რომელიც დაყენებულია Android ოპერაციული სისტემის მქონე ყველა სმარტფონსა და პლანშეტზე. Play Store ეკუთვნის Google-ს. ეს უკანასკნელი ამოწმებს აპლიკაციების უსაფრთხოებას და ალაგებს მათ კატეგორიების მიხედვით.

Google Play logo Google Play logo

Play Store-ის ხატულა წარმოადგენს ფერად სამკუთხედს.
მოძებნე ის მენიუში. როგორც წესი, ის Google-ის საქაღალდეშია განთავსებული.

ამ კატალოგის დასათვალიერებლად და აპლიკაციის შენს მოწყობილობაზე დასაყენებლად უნდა დაუკავშირდე ინტერნეტს და დაარეგისტრირო Google-ის ანგარიში (უფასოა).

შენიშვნა:
  • აპლიკაციის საფასურს დეველოპერები ადგენენ. ზოგი დეველოპერი აპლიკაციებს უფასოდ ავრცელებს.
  • აპლიკაციების ჩამოტვირთვა Play Store-იდან ხდება.
  • აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა Google-ის ანგარიში.

მადლობა გამოხმაურებისთვის!