როგორ დავაყენო კონკრეტული მელოდია კონტაქტებისთვის Samsung Galaxy მოწყობილობაზე
Samsung Galaxy სმარტფონზე შეგიძლია დააყენო კონკრეტული მელოდია კონკრეტული კონტაქტის ზარებზე. როდესაც ეს ადამიანი დაგირეკავს, ჩაირთვება ზუსტად ის მელოდია, რომელიც დააყენე.
შენიშვნა:
ეს ფუნქცია არ არის მხარდაჭერილი ყველა მოწყობილობაზე. მაგალითად, Android GO ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებზე შეუძლებელია კონტაქტებისთვის მელოდიის დაყენება.
თუ კონტაქტი SIM-ბარათზეა შენახული, მი ზარებზე კონკრეტული მელოდიის დაყენებას ვერ შეძლებ.
- შედი „კონტაქტებში“, აირჩიე კონტაქტი და დააჭირე მას.
- დააჭირე ნიშანს „i“ (ინფორმაცია).
- გაიხსნება კონტაქტის ბარათი. დააჭირე ღილაკს „შეცვლა“.
- დააჭირე ღილაკს „ჩამოშლა“. თუ ასეთი პუნქტი არაა, სავარაუდოდ ისეთი კონტაქტისთვის ცდილობ მელოდიის დაყენებას, რომელიც SIM-ბარათზეა შენახული. ამის გაკეთება კი შეუძლებელია. თუმცა შეგიძლია კონტაქტები გადაიტანო SIM-ბარათიდან მოწყობილობაზე.
- ჩამოსქროლე და აირჩიე ზარის მელოდია.
- აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Cosmos). შემდეგ დაბრუნდი უკან ეკრანის ზემოთ არსებული ისრის გამოყენებით.
- შეინახე ცვლილება.
- თუ შენი საკუთარი მელოდიის დაყენება გსურს, დააჭირე მელოდიის არჩევის ფანჯრის ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს „+“.
- თუ ამ ეტაპზე სმარტფონი აპლიკაციის არჩევას შემოგთავაზებს, გამოიყენე „ხმის არჩევა“.
- აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Over the Horizon) და დააჭირე ღილაკს „მზადაა“. თუ შენს მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 11, დააჭირე ზემოთ მოცემულ ისარს და დაბრუნდი უკან კონტაქტის ბარათზე. Android-ის სხვა ვერსიის მქონე მოწყობილობებზე კონტაქტის პარამეტრებში ავტომატურად დაბრუნდები.
- შეინახე ცვლილება.
- შედი „კონტაქტებში“, აირჩიე კონტაქტი და დააჭირე მას.
- დააჭირე ნიშანს „i“ (მონაცემები).
- გაიხსნება კონტაქტის ბარათი. დააჭირე „შეცვლას“.
- დააჭირე ღილაკს „მეტი“. თუ ასეთი პუნქტი არაა, სავარაუდოდ ისეთი კონტაქტისთვის ცდილობთ მელოდიის დაყენებას, რომელიც SIM-ბარათზეა შენახული. ამის გაკეთება კი შეუძლებელია. თუმცა შეგიძლია კონტაქტები გადაიტანო SIM-ბარათიდან მოწყობილობაზე.
- ჩამოსქროლე და აირჩიე ზარის მელოდია.
- აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Beep Once). შემდეგ დაბრუნდი უკან ეკრანის ზემოთ არსებული ისრის გამოყენებით.
- შეინახე ცვლილება.
- თუ შენი საკუთარი მელოდიის დაყენება გსურს, დააჭირე მელოდიის არჩევის ფანჯრის ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს „+“.
- თუ ამ ეტაპზე სმარტფონი აპლიკაციის არჩევას შემოგთავაზებს, გამოიყენე „ხმის არჩევა“.
- აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Beep Once).
- შეინახე ცვლილება.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.