რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა პაროლი და Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელ
ან სტატიაში გაიგებ, თუ როგორ უნდა აღადგინო Samsung Account-ის პაროლი ან ელ. ფოსტა account.samsung.com ვებსაიტის გამოყენებით.
რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი
Samsung Account-ის პაროლის აღსადგენად, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:
შენიშვნა:
თუ შენს ელექტრონულ ფოსტაში ვერ იპოვე ეს წერილი, შეამოწმე არასასურველი წერილების (სპამის) საქაღალდე ან დააჭირე ღილაკს „წერილის ხელახლა გამოგზავნა“.
შენიშვნა:
პაროლი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ლათინური ანბანის ზედა და ქვედა რეგისტრის ასოებს და ციფრებს. პაროლის მინიმალური სიგრძე: 8 სიმბოლო. დაუშვებელია სიმბოლოს 3-ზე მეტჯერ გამეორება ან თანმიმდევრული სიმბოლოების გამოყენება. დასაშვებია სპეციალური სიმბოლოების გამოყენება (~!@#$%^&*-_+=|";[]{}()<>,./?\.). ზოგიერთ ძველ მოწყობილობას არ აქვს 15 სიმბოლოზე მეტი ზომის პაროლების მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია 8-15 სიმბოლოს ზომის პაროლის გამოყენება.
რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის ელექტრონული ფოსტის მისამართი
Samsung Account-თან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართის აღდგენისთვის ან შეხსენებისთვის, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:
შემდეგი საფეხური დამოკიდებულია იმაზე, გახსოვს თუ არა ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:
• თუ გახსოვს ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:
თუ დადასტურების კოდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღებ:
- შეამოწმე WhatsApp-ის ან სხვა სერვისების შემომავალი შეტყობინებები. ზოგჯერ დადასტურების კოდი ამ სერვისებზე იგზავნება, თუ მათი ანგარიშები მიბმულია შენს ტელეფონის ნომერზე. შეტყობინების ტექსტიდან მხოლოდ ციფრები დაგჭირდება. შეიყვანე ეს ციფრები ინტერვალების, დეფისების და სხვა სპეციალური სიმბოლოების გარეშე.
- კოდის მოქმედების პერიოდის გასაზრდელად, დააჭირე ღილაკს „დროის დამატება/Extend time“, ან მოითხოვე ახალი კოდი. კოდის შემცველი შეტყობინება შეიძლება პირველ ცდაზე ვერ მიიღო ან მიიღო 1-2 საათში. კოდის მიღების სიჩქარე დამოკიდებულია მობილური ოპერატორის ქსელის ან მობილური ინტერნეტის მუშაობაზე.
კოდის შემცველი SMS-შეტყობინების მაგალითი
• თუ არ გახსოვს ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.