როგორ ავირჩიო Samsung Galaxy მოწყობილობაზე პრიორიტეტული SIM-ბარათი SMS შეტყობინებებისთვის
Galaxy სმარტფონების უმეტესობას აქვს 2 SIM-ბარათის მხარდაჭერა. ნებისმიერ დროს შეგიძლია აირჩიო, თუ რომელი ბარათიდან გსურს შეტყობინების გაგზავნა. ქვემოთ მოცემულია მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიო Samsung Galaxy მოწყობილობაზე პრიორიტეტული ბარათი SMS შეტყობინებების გასაგზავნად.
შენ შეგიძლია აირჩიო ბარათი:
- პარამეტრების მენიუდან – აქ ხდება ნაგულისხმევი SIM-ბარათის მითითება. ყოველი ახალი შეტყობინება ავტომატურად გაიგზავნება ბარათის პარამეტრების მენიუში მითითებული ბარათიდან.
- შეტყობინებების მენიუდან – აქ შეგიძლია აირჩიო კონკრეტული შეტყობინების გასაგზავნად გამოყენებული SIM-ბართი მაშინაც კი, როდესაც პარამეტრებში მითითებულია სხვა ბარათი.
პარამეტრებში ვერ შეძლებ გაააქტიურო SIM-ბარათის არჩევისას „ყოველთვის შემეკითხე“ ფანჯრის გამოჩენის ფუნქცია - მსგავსი პარამეტრი არ არსებობს.
როგორ მივუთითო ნაგულისხმევი პრიორიტეტული ბარათი (პარამეტრებში)
დააჭირე ღილაკზე „შეტყობინებები“ და აირჩიე ბარათი. აქ ასევე შეგიძლია აირჩიო პრიორიტეტული ბარათი ზარებისთვის (ზარები) და ინტერნეტისთვის (მობილური ინტერნეტი).
თუმცა ასევე შეგიძლია სწრაფად, პირდაპირ დიალოგური ფანჯრიდან შეცვალო კონკრეტული შეტყობინების გასაგზავნად გამოყენებული ბარათი. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.
როგორ გამოვიყენო სხვა SIM-ბარათი შეტყობინებებისთვის
თუ აგრძელებ მიმოწერას:
თუ ახალ შეტყობინებას ქმნი:
როგორ გავიგო, რომელ SIM-ბარათზე მოვიდა შეტყობინება
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ SIM-ბარათზე მოვიდა SMS-შეტყობინება, გამოჩნდება შეტყობინების ტექსტის გვერდით. ამასთანავე, ზემოთ მითითებული იქნება SMS შეტყობინებების გაგზავნისთვის არჩეული ბარათი.
თუ ბარათი, რომელზეც მოვიდა შეტყობინება ემთხვევა გაგზავნილი შეტყობინებებისთვის არჩეულ ბარათს, ეს სიმბოლო მხოლოდ ზემოთ გამოისახება. შეტყობინების ტექსტის გვერდით ეს სიმბოლო არ გამოჩნდება.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.