როგორ ჩავრთო ან გავთიშო ადმინისტრატორის უფლებები Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 13-05-2024

ზოგიერთი აპლიკაციის გამოყენებისთვის არ არის საკმარისი სტანდარტული მომხმარებლის უფლებები - მათი ნორმალურად მუშაობისთვის საჭიროა უფრო მაღალი დონის უფლებების გააქტიურება.

მსგავსი აპლიკაციების ერთ-ერთი მაგალითია Google-ის აპლიკაცია „Android-ის დისტანციური მართვა“. სტანდარტული მომხმარებლის უფლებების გარდა, აპლიკაციას სჭირდება უფრო მაღალი დონის უფლებები.

თუ რომელიმე აპლიკაციისთვის არ ჩართავ ადმინისტრატორის უფლებებს, ის ვერ შეძლებს სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ჩვეულებრივი აპლიკაციების გარდა, ადმინისტრატორის უფლებებს ვირუსებიც იყენებენ. ვირუსების ნებართვები ხშირად მოიცავს ეკრანის დაბლოკვას ან წაშლის აკრძალვას.

შენიშვნა:

ადმინისტრატორის უფლებები არ არის root, ის Android-ის ოპერაციული სისტემის სტანდარტული ფუნქციაა.

როგორ ჩავრთო ან გამოვრთო ადმინისტრატორის უფლებები

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“ და ჩანართი „აპლიკაციები“.

საფეხური 2. დააჭირე 3 წერტილს (ვარიანტები).

საფეხური 3. აირჩიე „წვდომის სპეციალური უფლება“.

საფეხური 4. გახსენი „მოწყობილობის ადმინისტრატორები“.

საფეხური 5. ეკრანზე გამოჩნდება გაფართოებული ფუნქციების სია, რომელთა შესრულების უფლებაც აქვს მოწყობილობაზე დაინსტალებულ აპლიკაციას. დააჭირე ღილაკს „ჩართვა/გამორთვა“.

ვერ ვახერხებ კონკრეტული აპლიკაციის უფლებების გათიშვას

სავარაუდოდ ეს აპლიკაცია ვირუსია. სცადე უფლებების გათიშვა უსაფრთხო რეჟიმში.

ვერ ვახერხებ ეკრანის განბლოკვას, თუმცა ეკრანის დაბლოკვის უფლება გათიშულია ყველა აპლიკაციისთვის

სცადე შემდეგ სტატიაში მოცემული ყველა რჩევა: „რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy მოწყობილობაზე არ ითიშება ეკრანის დაბლოკვა“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!