როგორ განვბლოკო Samsung Galaxy, თუ დამავიწყდა გრაფიკული გასაღები, PIN-კოდი ან პაროლი

ბოლო განახლების თარიღი : 20-03-2024

ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა განბლოკო სმარტფონი ან პლანშეტი, თუ დაგავიწყდა PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.

თუ ვერ ახერხებ Samsung Galaxy მოწყობილობის ეკრანის განბლოკვას, პირველ რიგში სცადე შემდეგი მოქმედებების შესრულება:

1 განსაზღვრე, რა ტიპის ბლოკირების ფუნქციაა გააქტიურებული შენს მოწყობილობაზე:
  • თითის ანაბეჭდი;
  • PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები.

თუ მოწყობილობაზე გააქტიურებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია, მაგრამ არ მუშაობს, მოწყობილობის განბლოკვისთვის შეგიძლია შეიყვანო PIN-კოდი, პაროლი ან გრაფიკული გასაღები, რომელიც თითის ანაბეჭდთან ერთად დააყენე. 

ამის შემდეგ შეგიძლია ხელახლა დააყენო თითის ანაბეჭდის პარამეტრები.

თუ PIN-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების შეყვანისას არ მოხდა სმარტფონის განბლოკვა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე

2 გადატვირთე მოწყობილობა.

ზოგჯერ ოპერაციული სისტემა ვერ ახერხებს PIN-კოდის, პაროლის ან გრაფიკული გასაღების ამოცნობას მაშინაც კი, როდესაც ის სწორად არის შეყვანილი.

ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის გადატვირთე მოწყობილობა:

  • ერთდროულად დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს და გეჭიროს ათი წამის განმავლობაში (ძველ მოდელებში საჭიროა მხოლოდ ჩართვის ღილაკზე დაჭერა). ტელეფონი გადაიტვირთება მომენტალურად, გაფრთხილების გარეშე.
  • თუ ეკრანზე გამოჩნდა გამორთვის და გადატვირთვის მენიუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღილაკებზე არ გქონდა დაჭერილი საკმარისად ხანგრძლივი დროით.

თუ სმარტფონის გადატვირთვით პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

3 თუ წინა მეთოდებით პრობლემა არ გამოსწორდა, განახორციელე მონაცემთა გადატვირთვა – ამ დროს მოწყობილობიდან წაიშლება ყველა მონაცემი და პარამეტრი, მათ შორის პინ-კოდის, პაროლის ან თითის ანაბეჭდის პარამეტრები.

მონაცემების გადატვირთვის შემდეგ, ტელეფონის ჩართვას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ზოგჯერ ამ პროცესს დაახლოებით ერთი საათი ესაჭიროება.

თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ პარამეტრების გადატვირთვას, შეგიძლია მიმართო ერთ-ერთ ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!