როგორ დავაყენო ანგარიშთან სინქრონიზაციის პარამეტრები Samsung Galaxy მოწყობილობაზე
რა არის სინქრონიზაცია
სტატიაში „რა არის ანგარიში“, ჩვენ განვიხილეთ, რომ ანგარიში არის ადგილი ინტერნეტში, სადაც შესაძლებელია ჩვენი მონაცემების შენახვა. ანგარიში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ვირტუალური ყუთი, სადაც ინახება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მაგალითისთვის განვიხილოთ Google-ის ანგარიში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანგარიშია.
ამავე საკითხზე:
Google-ის ანგარიში შეგვიძლია გამოვიყენოთ სმარტფონის სატელეფონო წიგნში არსებული კონტაქტების შესანახად. ამისათვის ის იყენებს სინქრონიზაციის პროცესს: სატელეფონო წიგნში ახალი კონტაქტის დამატების შემდეგ, სმარტფონს ის გადააქვს შენს ანგარიშზე; სმარტფონში არსებული კონტაქტის რედაქტირების შემდეგ, ეს ცვლილება აისახება შენს ანგარიშში.
სინქრონიზაციის ფუნქციის გამოყენება მოსახერხებელია, რადგან:
- ანგარიში საშუალებას გაძლევს, რომ ყველა შენს მოწყობილობაში ერთი და იგივე კონტაქტების სია გქონდეს - ერთ მოწყობილობაზე შეცვლის შემდეგ, ის დანარჩენებზეც იცვლება.
- ახალი სმარტფონის შეძენის შემდეგ, უბრალოდ დაამატე შენი ანგარიში, რის შემდეგაც მასზე ავტომატურად გამოჩნდება ძველ მოწყობილობაში არსებული ყველა კონტაქტი. არ არის საჭირო კონტაქტების ხელით შენახვა და გადატანა.
ყოველ ანგარიშს შეუძლია მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ინფორმაციის სინქრონიზება. ზოგიერთი მათგანი ახდენს ბრაუზერის ჩანართების და კონტაქტების, ზოგი კი კალენდრის ჩანაწერების სინქრონიზაციას, ზოგს კი მონაცემების სინქრონიზაციის ფუნქცია საერთოდ არ აქვს.
როგორ ავირჩიო მონაცემების ტიპი ჩემს ანგარიშთან სინქრონიზაციისთვის
ვერ ვახერხებ სინქრონიზაციისთვის მონაცემთა არჩევას
თუ ასეთი პუნქტი არ არის, დააჭირე ღილაკს „მენიუ“ ან „ვარიანტები“ (შეიძლება ქონდეს სამი წერტილის ფორმა და განთავსებული იყოს ზედა მარჯვენა კუთხეში). პუნქტი გამოჩნდება კონტექსტურ მენიუში.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.