Galaxy eSIM და მისი მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები
Galaxy eSIM (ინტეგრირებული SIM-ბარათი) წარმოადგენს ციფრულ SIM-ბარათს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილური ქსელებით სარგებლობა ფიზიკური SIM-ბარათის (Mini SIM, Micro SIM, Nano SIM და ა.შ.) გარეშე. ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა გაააქტიურო და რომელ მოწყობილობებზე მუშაობს ეს ბარათი.
შინაარსი:
eSIM-ის მხარდაჭერის მქონე Galaxy მოწყობილობები
- Galaxy S24 / S24+ / S24 Ultra, Galaxy S23 / S23+ / S23 Ultra, Galaxy S22 / S22+ / S22 Ultra, Galaxy S21 / S21+ / S21 Ultra, Galaxy S20 / S20+ / S20 Ultra;
- Galaxy Z Fold5 / Flip5, Galaxy Z Fold4 / Flip4, Galaxy Z Fold3 / Flip3, Galaxy Z Fold2, Galaxy Z Flip 5G, Galaxy Z Flip, Galaxy Fold;
- Galaxy Note20 / Note20 Ultra.
შენიშვნა:
იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნისთვის არის განკუთვნილი, სმარტფონს შეიძლება არ გააჩნდეს eSIM-ის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების სიაშია. დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობას აქვს ამ ფუნქციის მხარდაჭერა.
როგორ დავამატო eSIM ბარათი Galaxy სმარტფონზე
არსებობს ვირტუალური SIM-ბარათის დამატების სამი მეთოდი:
- დაასკანირე QR-კოდი,
- ხელით შეიყვანე საჭირო ინფორმაცია,
- გაააქტიურე eSIM მიმდინარე სატარიფო გეგმით (თუ მხარდაჭერილია).
შენიშვნა:
თუ აქტივაციის დროს საჭიროა EID კოდის შეყვანა, მისი ნახვა შეგიძლია აქ: „პარამეტრები“ > „ინფორმაცია ტელეფონის შესახებ“ > „ინფორმაცია სტატუსის შესახებ“.
დაასკანირე QR-კოდი
QR-კოდის მისაღებად დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს.
გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.
დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, შემდეგ აირჩიე „სერვის-პროვაიდერის QR-კოდის სკანირება“.
დაასკანირე QR-კოდი
სატარიფო გეგმა ავტომატურად ჩაიტვირთება და გააქტიურდება შენს ვირტუალურ SIM-ბარათზე
ინფორმაციის ხელით შეყვანა
eSIM-ის მხარდაჭერის მქონე ზოგიერთი მობილური ქსელის ოპერატორი გიგზავნის კოდს, რომელიც უნდა შეიყვანო eSIM-ის ხელით დამატების დროს.
გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.
დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, შემდეგ აირჩიე „სერვის-პროვაიდერის QR-კოდის სკანირება“ და შეიყვანე აქტივაციის კოდი.
შეიყვანე მობილური ქსელის ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
სატარიფო გეგმა ავტომატურად ჩაიტვირთება და გააქტიურდება შენს ვირტუალურ SIM-ბარათზე
გაააქტიურე eSIM მიმდინარე სატარიფო გეგმით
მობილური ქსელის ზოგიერთი ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს ტარიფებს, რომლებშიც შედის SIM და eSIM. ამ შემთხვევაში, როდესაც გადახვალ მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ > „eSIM-ის დამატება“, ბარათი ავტომატურად გააქტიურდება.
ამგვარი სატარიფო გეგმების ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად, დაუკავშირდი შენი მობილური ქსელის ოპერატორს.
როგორ გადავიტანო eSIM სხვა მოწყობილობიდან
ორივე მოწყობილობაში გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“. ახალ სმარტფონზე დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, ძველ სმარტფონზე აირჩიე eSIM-ის სახელწოდება.
eSIM-ის გადატანა სხვა Galaxy მოწყობილობიდან
ახალ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „SIM-ის გადმოტანა სხვა მოწყობილობიდან“.
- ძველ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „გადატანა“.
გამოჩნდება გაფრთხილება, რომ ძველ ტელეფონზე ამ eSIM-ით სარგებლობას ვეღარ შეძლებ. დააჭირე ღილაკზე „OK“.
სიიდან აირჩიე მობილური ოპერატორი.
სიიდან აირჩიე ქვეყანა.
ძველ ტელეფონზე შეიყვანე 6-ნიშნა დადასტურების კოდი, რომელიც გამოისახა ახალ ტელეფონზე.
ახალ ტელეფონზე სიიდან აირჩიე მობილური ოპერატორი.
დააჭირე ღილაკზე „გადატანა“.
ძველ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „გადატანა“, შემდეგ დააჭირე ღილაკზე „მზადაა“.
eSIM-ის გადატანა iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობიდან
გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ > „eSIM-ის დამატება“ > „SIM-ის გადმოტანა სხვა მოწყობილობიდან“.
დააჭირე ღილაკზე „გადატანა ოპერატორის დახმარებით“.
აირჩიე მობილური ქსელის ოპერატორის სახელწოდება.
შენ გადამისამართდები შენი მობილური ქსელის ოპერატორის საიტზე. შეასრულე ეკრანზე მოცემული ინსტრუქციები.
როგორ გადავაქციო SIM-ბარათი eSIM-ად
შენიშვნა:
ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია შენი მობილური ქსელის ოპერატორზე. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე მობილური ქსელის ოპერატორს.
გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.
აირჩიე SIM-ბარათი, რომლისგანაც გსურს ვირტუალური ბარათის შექმნა
აირჩიე „eSIM ბარათად გარდაქმნა“.
გამოჩენილ ფანჯარაში დააჭირე ღილაკზე „eSIM ბარათად გარდაქმნა“.
დააჭირე ღილაკზე „დამატება“.
eSIM გააქტიურებულია.
eSIM-ის მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები
eSIM-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია ქვეყანასა და ქსელის ოპერატორზე.
აფრიკა
- განა: AirtelTigo, MTN
- კენია: Airtel, Safaricom
- ლიბია: Almadar Aljadid
- მავრიკი: Emtel, Orange
- მაროკო: Maroc Telecom
- ნიგერია: Airtel, MTN
- სენეგალი: Expresso, Free, Orange
- სამხრეთ აფრიკა: Cell C, MTN, Telkom, Vodacom
- ტუნისი: Ooredoo, Orange
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ავსტრალია
- ავსტრალია: Optus, Telstra, Vodafone
- ბანგლადეში: Banglalink, Grameenphone
- კამბოჯა: Cellcard, Metfone, Smart Axiata
- ინდოეთი: Jio, Vodafone-Idea
- ინდონეზია: Indosat Ooredoo, Smartfren
- იაპონია: NTT docomo, KDDI, Rakuten Mobile
- ყაზახეთი: Beeline, Kcell, Tele2
- კორეა: KT, LGU+, SKT
- ლაოსი: Lao Telecom, Unitel
- მალაიზია: Digi, Maxis, U Mobile
- მიანმა (ბირმა): Mytel
- ნეპალი: Nepal Telecom
- ახალი ზელანდია: 2degrees, Spark, Vodafone
- პაკისტანი: Jazz, Ufone
- ფილიპინები: Globe, Smart
- სინგაპური: M1
- შრი-ლანკა: Dialog, Mobitel
- ტაილანდი: AIS, Dtac, TrueMove H
- უზბეკეთი: Ucell, UMS
- ვიეტნამი: MobiFone, Viettel Mobile, Vinaphone (VNPT)
ევროპა
- ალბანეთი: Vodafone
- ავსტრია: A1, Drei, Magenta Telekom, Spusu
- აზერბაიჯანი: Azercell, Bakcell, Narmobile
- ბელარუსი: MTS
- ბელგია: Orange, Proximus
- ბოსნია და ჰერცეგოვინა: BH Telecom, mtel
- ბულგარეთი: A1, Telenor, Vivacom
- ხორვატია: A1, Hrvatski Telekom
- კვიპროსი: epic
- ჩეხეთი: O2, T-Mobile, Vodafone
- დანია: TDC, Telenor, Telia, Tre
- ესტონეთი: Elisa, Tele2, Telia
- ფინეთი: DNA, Elisa, Telia
- საფრანგეთი: Bouygues Telecom, Free Mobile, Orange, SFR
- გერმანია: 1&1, O2, Telekom, Vodafone
- საბერძნეთი: COSMOTE
- საქართველო: MagtiCom
- უნგრეთი: Magyar Telekom, Telenor, Vodafone
- ისლანდია: Siminn
- იტალია: TIM, Vodafone, WINDTRE
- ლატვია: Bite, LMT, Tele2
- ლიეტუვა: Bitė, TELE2, Telia
- ლუქსემბურგი: Orange, Tango
- მოლდოვა: Moldcell, Orange
- მონტენეგრო: Telekom, Telenor
- ნიდერლანდები: KPN, T-Mobile, Vodafone
- ჩრდილოეთი მაკედონია: Telekom
- ნორვეგია: Ice, Telenor, Telia
- პოლონეთი: Orange, Play, Plus, T-Mobile
- პორტუგალია: MEO, NOS
- რუმინეთი: Orange, Vodafone
- რუსეთი: Beeline, MegaFon, MTS, Tele2
- სერბეთი: A1, Globaltel, mts, Yettel
- სლოვაკეთი: 4KA, O2, Orange, Telekom
- სლოვენია: A1, T-2, Telekom Slovenije, Telemach
- ესპანეთი: Movistar, Orange, Vodafone, Yoigo
- შვედეთი: Halebop, Tele2, Telenor, Telia, Tre
- შვეიცარია: Salt, Sunrise, Swisscom
- უკრაინა: Lifecell, Kyivstar, TriMob, Vodafone
- დიდი ბრიტანეთი: EE, O2, Three, Vodafone
ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა
- არგენტინა: Claro, Movistar, Personal
- ბოლივია: Tigo
- ბრაზილია: TIM
- ჩილე: Claro, Entel, Movistar, WOM
- კოლუმბია: Claro, Movistar, Tigo
- კოსტა-რიკა: Claro, Kolbi, Movistar
- დომინიკას რესპუბლიკა: Altice GSM
- ეკვადორი: Claro, Movistar
- სალვადორი: Claro, Movistar, Tigo
- გვატემალა: Claro, Tigo
- ჰონდურასი: Claro, Tigo
- იამაიკა: Digicel, FLOW Jamaica
- მექსიკა: AT&T Mexico, Movistar, Telcel
- ნიკარაგუა: Tigo
- პანამა: Cable & Wireless, Movistar
- პარაგვაი: Claro, Personal, Tigo
- პერუ: Claro, Entel, Movistar
- ტრინიდადი : Digicel
- ურუგვაი: Antel, Movistar
ახლო აღმოსავლეთი
- ბაჰრეინი: Batelco, stc, Zain
- იორდანია: Orange Jordan, Umniah, Zain Jordan
- ქუვეითი: Ooredoo, stc, Virgin Mobile, Zain
- ლიბანი: Alfa
- ომანი: Ooredoo, Vodafone
- კატარი: Ooredoo, Vodafone
- საუდის არაბეთი: Mobily, stc, Zain, Virgin Mobile
- თურქეთი: Türk Telekom, Turkcell, Vodafone
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები du, Etisalat
სამხრეთი ამერიკა
- კანადა: Bell, Eastlink, Fido, Freedom, Koodo, Rogers, Telus, Virgin Plus
- აშშ: Appalachian Wireless, AT&T, Carolina West Wireless, Consumer Cellular, Cricket, C-Spire, FirstNet, Metro by T-Mobile, Nemont, Nex-Tech Wireless, NorthwestCell, Optimum Mobile, Strata, Thumb Cellular, T-Mobile, Truphone, Union Wireless, United Wireless, US Cellular, Verizon, Viaero, Visible
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.