რა გავაკეთო, თუ Samsung-ის კონდიციონერი არ მუშაობს გათბობის რეჟიმში
რა ხდება
კონდიციონერი არ მუშაობს გათბობის რეჟიმში: შენობაში ჰაერს საერთოდ არ ათბობს ან არასაკმარისად ათბობს.
მიზეზები
- დაბინძურებულია ჰაერის ფილტრები.
ჰაერის ფილტრებზე დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვების შემთხვევაში, მცირდება გათბობის ეფექტურობა (რეკომენდებულია ფილტრების გაწმენდა 2 კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად).
- ჰაერის ტემპერატურა შენობაში ან გარეთ არ შეესაბამება დაყენებულ რეჟიმს.
თუ არ იქნება ტემპერატურული მოთხოვნები დაცული, ამან შეიძლება კონდიციონერის მუშაობის ეფექტურობის შემცირება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
ტემპერატურული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია დააზუსტე მომხმარებლის სახელმძღვანელოში, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლია მხარდაჭერის ვებგვერდიდან
- კონდიციონერის სიმძლავრე არ არის გათვლილი იმ შენობის ფართობზე, რომელშიც ის არის დამონტაჟებული, ეს კი ნიშნავს, რომ გათბობის ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს.
- კონდიციონერი არასწორადაა დამონტაჟებული.
როგორც წესი, გაუმართაობა ვლინდება მონტაჟიდან და აქტიური ექსპლუატაციის დაწყებიდან პირველ 3 თვეში.
- კონდიციონერი მაცივარ-აგენტი არ არის ან არასაკმარისი რაოდენობითაა.
თუ კონდიციონერი სწორად არის დამონტაჟებული, მაცივარ-აგენტის დამატება ხდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ.
მაცივარ-აგენტის დონის შემოწმება შეუძლია კომპანიას, რომელმაც კონდიციონერი დაამონტაჟა, ან სერვის ცენტრის ინჟინერს, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების დროს (რეკომენდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სეზონის დაწყებამდე - როგორც წესი, აპრილ-მაისში).
რა უნდა გავაკეთო
თუ კონდიციონერი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებია ან მანამდე „გაგრილების“ რეჟიმში მუშაობდა, ამუშავე 25-30 წუთის განმავლობაში - ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასაწყობად სისტემას გარკვეული დრო ესაჭიროება.
შენიშვნა:
ინფორმაცია ჰაერის დასაშვები ტემპერატურის შესახებ იხილე კონკრეტული მოდელის ინსტრუქციაში, რომელიც შეგიძლია ჩამოტვირთო მხარდაჭერის ვებგვერდიდან.
თუ გარე ტემპერატურა და შენობაში არსებული ტემპერატურა არ შეესაბამება მოცემულ რეჟიმს, სავარაუდოდ ეს არის არასწორი მუშაობის მიზეზი. რეკომენდებულია დაელოდო რეჟიმის შესაფერის ტემპერატურას და კიდევ ერთხელ შეამოწმო კონდიციონერის მუშაობა.
თუ გარე ტემპერატურა და შენობაში არსებული ტემპერატურა მოცემულ რეჟიმს შეესაბამება, გადადი შემდეგ პუნქტზე.
რეკომენდებულია ჰაერის ფილტრების გაწმენდა სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ.
რჩევები, თუ როგორ უნდა გაწმინდო ფილტრები, იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელოში, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხარდაჭერის ვებგვერდზე
ამისათვის:
- რამდენჯერმე დააჭირე ღილაკს მართვის პულტზე, სანამ პულტის ეკრანზე გამოჩნდება გათბობის რეჟიმის წარწერა Heat.
- ღილაკის მეშვეობით დააყენე ყველაზე მაღალი ტემპერატურა. ჩვეულებრივ ეს არის +30°С.
თუ კონდიციონერი ისევ არ მუშაობს გათბობის რეჟიმში, გადადი შემდეგ საფეხურზე.
როგორ შევამოწმო:
- გამორთე კონდიციონერი კვების წყაროდან 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ხელახლა ჩართე და ამუშავე 5-7 წუთის განმავლობაში,
- აირჩიე „გათბობის“ (Heat) რეჟიმი და დააყენე ყველაზე მაღალი ტემპერატურა (ჩვეულებრივ ეს არის +30°С),
- ტემპერატურის გასაზომად, მიიტანე თერმომეტრი კონდიციონერის შიდა ბლოკის საჰაერო ხვრელებთან და გააჩერე 30-40 წამის განმავლობაში.
თუ კონდიციონერიდან გამომავალი ჰაერი ოთახის ტემპერატურისაა (მაგალითად, თუ ოთახის ტემპერატურაც და კონდიციონერიდან გამომავალი ჰაერის ტემპერატურაც +25°С-ია) ან გამომავალი ჰაერის ტემპერატურა არჩეულ მაჩვენებელზე 5°С-ით ან მეტით დაბალია, ეს ნიშნავს, რომ კონდიციონერი საერთოდ არ ათბობს.
თუ შენი კონდიციონერი საერთოდ არ ათბობს, დააჭირე აქ
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე ნაკლები, დაუკავშირდი მათ, ვინც შენი კონდიციონერი დაამონტაჟა, რათა შეამოწმო, სწორად არის თუ არა მონტაჟი განხორციელებული. შესაძლოა გაუმართაობის მიზეზი არასწორი მონტაჟი იყოს.
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები (და გაქვს დამმონტაჟებელი კომპანიის გარანტია), დაუკავშირდი დამმონტაჟებლებს.
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები (და არ გაქვს დამმონტაჟებელი კომპანიის გარანტია), შეგიძლია დაუკავშირდე მათ, ვინც შენი კონდიციონერი დაამონტაჟა ან Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ დამონტაჟებიდან ერთ წელზე მეტია გასული, მიმართე კონდიციონერის დამმონტაჟებლებს ან Samsung-ის სერვის-ცენტრს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად: დრენაჟის სისტემის გაწმენდა, შიდა და გარე ბლოკის მტვრისგან და ჭუჭყისაგან გაწმენდა, სისტემის სამუშაო წნევის შემოწმება.
თუ კონდიციონერს გაგრილებისთვისაც იყენებ და გათბობისთვისაც, პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ — გაზაფხულზე და შემოდგომით.
თუ გამომავალი ჰაერის ტემპერატურა ახლოსაა დაყენებულ ტემპერატურასთან (ან ოდნავ მაღალია), ეს ნიშნავს, რომ კონდიციონერი არასაკმარისად ათბობს.
თუ გამომავალი ჰაერის ტემპერატურა ახლოსაა დაყენებულ ტემპერატურასთან (ან ოდნავ მაღალია), ეს ნიშნავს, რომ კონდიციონერი არასაკმარისად ათბობს.
კონდიციონერი ოპტიმალურად დახურულ სივრცეში მუშაობს. შენობის გარედან და სხვა ოთახებიდან შემოსული ჰაერის უწყვეტი ნაკადი კონდიციონერს მითითებული ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნების საშუალებას არ მისცემს.
- თუ კონდიციონერი მცირე სიმძლავრისაა, არასაკმარისი გათბობის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს იყოს. თუ შენი კონდიციონერი უფრო მცირე ფართობზეა გათვლილი, ჰაერის გათბობის ხარისხიც უფრო დაბალი იქნება.
- თუ სიმძლავრე სწორად არის შერჩეული, გადადი შემდეგ პუნქტზე.
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე ნაკლები, დაუკავშირდი მათ, ვინც შენი კონდიციონერი დაამონტაჟა, რათა შეამოწმო, სწორად არის თუ არა მონტაჟი განხორციელებული. შესაძლოა გაუმართაობის მიზეზი არასწორი მონტაჟი იყოს.
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები (და გაქვს დამმონტაჟებელი კომპანიის გარანტია), დაუკავშირდი დამმონტაჟებლებს.
- თუ დამონტაჟებიდან გასულია 3 თვეზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები (და არ გაქვს დამმონტაჟებელი კომპანიის გარანტია), შეგიძლია დაუკავშირდე მათ, ვინც შენი კონდიციონერი დაამონტაჟა ან Samsung-ის სერვის-ცენტრს.
- თუ დამონტაჟებიდან ერთ წელზე მეტია გასული, მიმართე კონდიციონერის დამმონტაჟებლებს ან Samsung-ის სერვის-ცენტრს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად: დრენაჟის სისტემის გაწმენდა, შიდა და გარე ბლოკის მტვრისგან და ჭუჭყისაგან გაწმენდა, სისტემის სამუშაო წნევის შემოწმება.
თუ კონდიციონერს გაგრილებისთვისაც იყენებ და გათბობისთვისაც, პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ — გაზაფხულზე და შემოდგომით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.