რა გავაკეთო, თუ ჩემი კონდიციონერი ჰაერს სათანადოდ არ აგრილებს?

ბოლო განახლების თარიღი : 11-11-2024

თუ შეამჩნიე, რომ შენი კონდიციონერი ჰაერს შესაბამის ტემპერატურამდე არ აგრილებს პარამეტრების სწორად დაყენების შემთხვევაშიც კი, შეამოწმე გარემოს შემდეგი პირობები.

დაარეგულირე ტემპერატურის პარამეტრები

  • თუ გრძნობ, რომ კონდიციონერი ჰაერს სათანადოდ არ აგრილებს დარწმუნდი, რომ არჩეული გაქვს საკმარისად დაბალი ტემპერატურა.
  • კონდიციონერის ტემპერატურის პარამეტრების შესაცვლელად დააჭირე + ან - Temp (ტემპერატურის) ღილაკს.
  • შენობაში უნდა იყოს სათანადო თბოიზოლაცია, ყველა კარი და ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონდიციონერის მუშაობის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

კონდიციონერის გარშემო არ უნდა იყოს დაბრკოლებები

თუ შიდა ან გარე ბლოკის წინ დაბრკოლებაა განთავსებული, კონდიციონერი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს – ის საკმარის ჰაერს ვერ შეიწოვს.

დარწმუნდი, რომ კონდიციონერის გარშემო დაბრკოლებები არ არის

გაითვალისწინე სივრცის ფართობი

თუ შენობის ფართობი უფრო მეტია, ვიდრე ეს კონდიციონერისთვისაა გათვალისწინებული, ჰაერის სათანადო ტემპერატურამდე გაგრილებას მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ რეკომენდებულია შენი სახლის ფართობზე გათვლილი კონდიციონერის გამოყენება.

თუ შენი კონდიციონერის სიმძლავრე არ არის საკმარისი შენი სახლის ფართობისთვის, სახლში შესაძლოა მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდეს.

შეამოწმე ჰაერის ფილტრი

თუ ჰაერის შიდა ფილტრზე ძალიან ბევრი მტვერია, კონდიციონერი საკმარის ჰაერს ვერ შეიწოვს.

რეკომენდებულია ფილტრის ყოველ 2 კვირაში ერთხელ გაწმენდა, ან მაშინ, როდესაც შიდა ბლოკის ეკრანზე გამოჩნდება CF კოდი – ეს არის იმის შეხსენება, რომ საჭიროა ფილტრის გაწმენდა.

შეამოწმე შენი კონდიციონერის მოდელი და მიჰყევი ჰაერის ფილტრის გაწმენდის ინსტრუქციებს. 

შენიშვნა: 

  • ფილტრის მოხსნისა და დაყენების მეთოდების შესახებ ინფორმაცია იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელოში. (შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით.)
  • ფილტრის წმენდის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს კონდიციონერის გამოყენების ინტენსივობისა და გარემო პირობების მიხედვით. 

საფეხური 1. მოხსენი ფილტრი ბლოკიდან.

მოხსენი ფილტრი ბლოკიდან

საფეხური 2. ფილტრიდან მტვრისა და ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენე რბილი ჯაგრისი ან მტვერსასრუტი.

ფილტრს მოაშორე მტვერი ჯაგრისით

საფეხური 3. თუ ფილტრზე ბევრი მტვერია, მოათავსე საპნიან წყალში 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ გარეცხე სუფთა წყლით.

გარეცხე ფილტრი წყლით

საფეხური 4. გარეცხვის შემდეგ ფილტრი გააშრე სათანადოდ განიავებულ ოთახში.

გააშრე ფილტრი

საფეხური 5. დაამაგრე ფილტრი თავის ადგილზე.

დააყენე ფილტრი თავის ადგილზე

შენიშვნა: 

  • არ გაწმინდო ფილტრი უხეში ჯაგრისით ან უხეში წმენდისთვის განკუთვნილი სხვა ინსტრუმენტით.  
  • თუ ჰაერის ფილტრს ბოლომდე არ არის გამშრალი ან მისი გაშრობა მოხდა დახურულ (ან ნესტიან) სივრცეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა.
  • შრობის დროს ჰაერის ფილტრი მოარიდე მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

თუ იატაკზე დასადგამი ინვერტორული კონდიციონერი გაქვს, შეასრულე ქვემოთ მოცემული საფეხურები. იატაკზე დასადგამ ინვერტორულ მოდელებში გამოიყენება ორი ტიპის ფილტრი.

  • Full HD ფილტრი: ის აკავებს შემავალ ჰაერში არსებულ მტვრის მსხვილ ნაწილაკებს.
  • ფილტრი Zero: ის აკავებს ჰაერში არსებულ მტვრის წვრილ ნაწილაკებს. ეს არის რეცხვადი ფილტრი ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

Full HD ფილტრის გაწმენდა

საფეხური 1. გამოიღე Full HD ფილტრი, რისთვისაც გამოსწიე ის ისრის მიმართულებით, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათზე.

მოხსენი HD ფილტრი

საფეხური 2. მოაშორე მტვერი მტვერსასრუტით ან გამდინარე წყლით.

მოაშორე მტვერი

საფეხური 3. სრულად გააშრე ფილტრი მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

გააშრე HD ფილტრი

საფეხური 4. ჩასვი Full HD ფილტრი სურათზე ნაჩვენები ისრის მიმართულებით, საიმედოდ დასაფიქსირებლად დააწექი ბოლომდე.

ბლოკის Full HD ფილტრი

შენიშვნა: 

  • გაწმინდე Full HD ფილტრი ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
  • ფილტრის წმენდის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს კონდიციონერის გამოყენების ინტენსივობისა და გარემო პირობების მიხედვით.

Zero ფილტრის წმენდა

Zero ფილტრის უკანა ბასრ ზედაპირთან შეხებისას გამოიჩინე სიფრთხილე. 

საფეხური 1. მოხსენი ქვედა Full HD ფილტრი. მოკიდე ხელი Zero ფილტრის სახელურს და გამოსწიე ის ისრის მიმართულებით, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათზე.

მოხსენი ქვედა Full HD ფილტრი და მთლიანად ამოიღე Zero ფილტრი

საფეხური 2. დაასველე ფილტრი წყალში და რამდენჯერმე დაფერთხე.

დაასველე ფილტრი წყალში

საფეხური 3. გააშრე ფილტრი ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება.

გააშრე ფილტრი

საფეხური 4. ჩასვი Zero ფილტრი იმ მიმართულებით, რომელიც ისრითაა ნაჩვენები და დარწმუნდი, რომ სწორ პოზიციაშია დაფიქსირებული. ჩასვი ქვედა Full HD ფილტრი თავის ადგილზე.

 

თავის ადგილზე ჩასვი Zero ფილტრი და ქვედა Full HD ფილტრი

შენიშვნა: 

  • გაწმინდე Zero ფილტრი 3 თვეში ერთხელ. (დღეში 8 საათის განმავლობაში გამოყენების გათვალისწინებით.)
  • ფილტრის წმენდის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს კონდიციონერის გამოყენების ინტენსივობისა და გარემო პირობების მიხედვით.

რჩევები მულტი სპლიტ-კონდიციონერის ჰაერის ფილტრის წმენდასთან დაკავშირებით

  • რომ არ დაგივარდეს, ერთი ხელით აუცილებლად გეჭიროს ბადე.
  • ბადის მთლიანად მოხსნის შემდეგ, მას ორივე მხრიდან ახსენი დამცავი კაუჭები. 
ბადის მოსახსნელად დააჭირე ღილაკს ბადის მოსახსნელად დააჭირე ღილაკს

ბადის მოსახსნელად დააჭირე ღილაკს

ბადეს ორივე მხრიდან ახსენი დამცავი კაუჭები ბადეს ორივე მხრიდან ახსენი დამცავი კაუჭები

ბადეს ორივე მხრიდან ახსენი დამცავი კაუჭები

ფილტრის გასაწმენდად მთლიანად მოხსენი ბადე ფილტრის გასაწმენდად მთლიანად მოხსენი ბადე

ფილტრის გასაწმენდად მთლიანად მოხსენი ბადე

შენიშვნა: 

  • კონდიციონერის რეალური დიზაინი შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის (ან რეგიონის) მიხედვით.
  • ყურადღებით წაიკითხე მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული უსაფრთხოების ტექნიკასთან დაკავშირებული გაფრთხილებები და მნიშვნელოვანი ინსტრუქციები.

 

ჰაერის ფილტრის წმენდა

საფეხური 1. გამოსწიე ჰაერის ფილტრი მარჯვნივ.

საფეხური 2. სრულად მოაშორე ჰაერის ფილტრს მტვერი მტვერსასრუტის ან ჯაგრისის გამოყენებით.

საფეხური 3. გაწმინდე ფილტრი მტვერსასრუტით ან რბილი ჯაგრისით. თუ ფილტრი ძლიერ მტვრიანია, გარეცხე გამდინარე წყლით და გააშრე კარგად განიავებულ ოთახში. 

საფეხური 4. გაწმენდილი ფილტრი გააშრე ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება. 

საფეხური 5. ააწყვე ჰაერის ფილტრი. (ამისათვის უკუთანმიმდევრობით შეასრულე ფილტრის მოხსნის დროს გამოყენებული მოქმედებები.) ამის შემდეგ გადატვირთე ჰაერის ფილტრის პარამეტრები.

ფილტრის პარამეტრების გადატვირთვა

  • სადენიანი დისტანციური მართვის პულტის მქონე შიდა ბლოკის შემთხვევაში, დააჭირე ღილაკს Filter Reset (ფილტრის გადატვირთვა). 
  • უსადენო დისტანციური მართვის პულტის მქონე შიდა ბლოკის შემთხვევაში, დააჭირე ღილაკს Options (პარამეტრები) და Filter Reset (ფილტრის გადატვირთვა), ხოლო შემდეგ დააჭირე ღილაკს SET (პარამეტრების დაყენება). 

დაუკავშირდი კონდიციონერის დამმონტაჟებლებს

იმისათვის, რომ შეამოწმო სწორადაა თუ არა კონდიციონერი დამონტაჟებული, დაუკავშირდი კონდიციონერის დამმონტაჟებლებს, თუ ასეთ მომსახურებაზე ვრცელდება გარანტია.

დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს

დაუკავშირდი Samsung-ის სერვის-ცენტრს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად (დრენაჟის სისტემის გაწმენდა, შიდა და გარე ბლოკის გაწმენდა, სისტემის სამუშაო წნევის შემოწმება).

მადლობა გამოხმაურებისთვის!