Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები UC ან 9С

ბოლო განახლების თარიღი : 18-03-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „UC“ ან „9C“.

Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეტყობინება „Uc“ ან „9c)“

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

ელექტრო ქსელში ძაბვა ძალიან მაღალია ან ძალიან დაბალია: მანქანას მიეწოდებოდა 200ვ-ზე ნაკლები ან 250ვ-ზე მეტი (+/- 4ვ) ძაბვა 30 წამზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე სარეცხი მანქანის ელექტრო ქსელთან დაკავშირება. თუ იყენებ დამაგრძელებელ კაბელს/ადაპტერს - სარეცხი მანქანა პირდაპირ შეაერთე როზეტში.
2 დარწმუნდი, რომ ელექტრო ქსელში ძაბვა სტაბილურია. შესამოწმებლად მიმართე ელექტრიკოსს ან გამოიყენე მულტიმეტრი.
  • თუ ძაბვა არასტაბილურია, დაუკავშირდი ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიას ან დაელოდე ძაბვის დასტაბილურებას. ძაბვის ნორმალური მნიშვნელობაა - 230ვ  ± 5%, სიხშირე - 50 ჰც.
  • თუ ძაბვა სტაბილურია, გაეცანი შემდეგ რეკომენდაციას.
3 ჩართე სარეცხი მანქანა და გაუშვი რეცხვის იგივე რეჟიმი თეთრეულის და სარეცხი ფხვნილის გარეშე.
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოსახვის მიზეზია არასტაბილური ძაბვა ელექტრო ქსელში.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

 

მადლობა გამოხმაურებისთვის!