Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი 4С2
ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „4C2“.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
მანქანას მიეწოდება ცხელი წყალი, რომლის ტემპერატურა აღემატება 50 °С-ს. ნორმალური მუშაობისთვის, საჭიროა, რომ მანქანას მიეწოდებოდეს მხოლოდ ცივი წყალი.
შენიშვნა:
ჩვეულებრივ, შეცდომის კოდი ჩნდება დელიკატური რეცხვის რეჟიმების, მაგალითად „შალის“ ან „დელიკატური თეთრეულის“ რეჟიმების გამოყენებისას.
რა უნდა გავაკეთო
1
დარწმუნდი, რომ შლანგი, რომლითაც მანქანას წყალი მიეწოდება, დაკავშირებულია ცივი წყლის ონკანთან.
2
ჩახსენი მანქანა კვების წყაროს როზეტიდან და გადაკეტე მანქანისთვის წყლის მიწოდების ონკანი.
3
ჩახსენი წყლის მიწოდების შლანგი სარეცხი მანქანიდან.
4
წყლის მიწოდების შლანგი მოათავსე აბაზანაში ან ნიჟარაში და მოუშვი ონკანი.
შეამოწმე შლანგიდან გამომავალი წყლის ტემპერატურა.
შეამოწმე შლანგიდან გამომავალი წყლის ტემპერატურა.
- თუ წყლის მიწოდების შლანგი დაკავშირებულია ცივი წყლის ონკანთან, მაგრამ შლანგიდან ცხელი წყალი გამოდის, დაელოდე წყლის ჭავლის გაციებას. თუ წყლის ტემპერატურა არ შეიცვლება, მიმართე სანტექნიკოსს.
- თუ წყლის ჭავლი გაცივდება, გადადი შემდეგ საფეხურზე.
5
წყლის მიწოდების შლანგი შეაერთე სარეცხ მანქანაზე და საცდელად გაუშვი „შალის“ ან „დელიკატური თეთრეულის“ რეჟიმი მანქანაში თეთრეულის მოთავსების გარეშე.
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, ესე იგი ყველაფერ რიგზეა. შეგიძლია განაგრძო სარეცხი მანქანის გამოყენება. შეცდომის კოდის გამოჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს უმნიშვნელო ხარვეზით.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.