შენი Galaxy.
ისე როგორც შენ გსურს.
One UI 6 სასურველი ქმედებების მარტივად, შენი სურვილისამებრ განხორციელების შესაძლებლობას გაძლევს. მოახდინე ყოველდღიურად მიღებული გამოცდილების პერსონალიზება. გახდი უფრო პროდუქტიული.
შენი სმარტფონი, შენი იმიჯი, შენი სტილი
შექმენი საკუთარი დაბლოკილი ეკრანის ფონი, დაარეგულირე საათის ციფერბლატის ზომა, ფერი და ადგილმდებარეობა. სხვა შემთხვევაში, შეგიძლია დაათვალიერო ჩვენი Flex Window და Watch Face კოლექცია და იპოვო შენი სტილის შესაფერისი გრაფიკისა და ფუნქციების მქონე ვარიანტი.
შექმენი საკუთარი დაბლოკილი ეკრანის ფონი, დაარეგულირე საათის ციფერბლატის ზომა, ფერი და ადგილმდებარეობა. სხვა შემთხვევაში, შეგიძლია დაათვალიერო ჩვენი Flex Window და Watch Face კოლექცია და იპოვო შენი სტილის შესაფერისი გრაფიკისა და ფუნქციების მქონე ვარიანტი.
გასაოცარი ღამის ფოტოგრაფია
გადაიღე ნათელი, მკაფიო ფოტოები ღამითაც კი. დაბალი განათების პირობებში გადაღებული კადრებისთვის ხასხასა ფერებისა და დეტალების შენარჩუნების მიზნით, ჩვენი უახლესი Nightography-ს ფუნქცია AI მეთოდს იყენებს.
მარტივი დამუშავება მაღალი დონის AI-ს მეშვეობითI
გამოსცადე AI-ის მეშვეობით დამუშავების ფუნქციების ისეთი გასაოცარი შესაძლებლობები, როგორიცაა გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება, ზედმეტი ობიექტების წაშლა კადრიდან და უკანა ფონის დაბურვის დონის რედაქტირება.
შენ მიერ არჩეული გამოსახულების ან ვიდეოს მიხედვით რეკომენდებულია AI-ის მეშვეობით დამუშავების ფუნქციები. ისინი თავმოყრილია ერთ ადგილას.
*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
ახალი Samsung Studio. კონტენტის შექმნის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა
უახლესი Samsung Studio-ს მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე ვიდეოს რედაქტირება ისეთი მრავალფეროვანი ფუნქციებით, როგორიცაა ტექსტი, სტიკერები და ხმოვანი ეფექტები, რომელიც შეგიძლია მოათავსო შენთვის სასურველ ადგილას, მრავალგანყოფილებიან რედაქტირების სივრცეში. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შესაძლებელია ერთი და იმავე პროექტის ფაილის Galaxy სმარტფონში, პლანშეტშტი და Books-ში რედაქტირება.1
*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
ფაილების მომენტალურად გაზიარება სხვადასხვა მოწყობილობაზე
Quick Share ფუნქციის მეშვეობით, შესაძლებელია ფაილების გაზიარება ახლოს მდებარე სხვადასხვა Galaxy მოწყობილობაზე და სხვა მწარმოებლების PC-ებზეც კი. გარდა ამისა, Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ფაილების ერთდროულად რამდენიმე კონტაქტთან გასაგზავნად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დიდი მანძილით არიან დაშორებულები შენგან ან არ იყენებენ Galaxy მოწყობილობებს.2
მულტითასქინგი მაქსიმალური ეფექტურობით
გაააქტიურე DeX შენს პლანშეტზე, მარტივად გადაერთე პერსონალური კომპიუტერის მსგავს რეჟიმზე და ერთდროულად აკონტროლე რამდენიმე ფანჯარა.3, 4
ირბინე საკუთარი რიტმით
შექმენი შენზე მორგებული გულისცემის სიხშირის ზონები და აკონტროლე შენი გულისცემის სიხშირე სირბილის დროს, დაისახე მიზანი აქტივობის სასურველი დონით და იმოძრავე საკუთარი რიტმით.5
შექმენი შენზე მორგებული გულისცემის სიხშირის ზონები და აკონტროლე შენი გულისცემის სიხშირე სირბილის დროს, დაისახე მიზანი აქტივობის სასურველი დონით და იმოძრავე საკუთარი რიტმით.5
კარგი დღის საწინდარი მშვიდი ღამეა
გაიკეთე შენი Galaxy Watch საწოლში ძილის დროს და აკონტროლე ძილის ხარისხი. გაეცანი ძილთან დააკავშირებულ ინფორმაციას ან მიიღე პერსონალიზებული ძილის ქოუჩინგი პირდაპირ შენს მაჯაზე მოთავსებული მოწყობილობის მეშვეობით. დეტალური ინფორმაციის მიღებას კი შენს სმარტფონში შეძლებ.6
გაიკეთე შენი Galaxy Watch საწოლში ძილის დროს და აკონტროლე ძილის ხარისხი. გაეცანი ძილთან დააკავშირებულ ინფორმაციას ან მიიღე პერსონალიზებული ძილის ქოუჩინგი პირდაპირ შენს მაჯაზე მოთავსებული მოწყობილობის მეშვეობით. დეტალური ინფორმაციის მიღებას კი შენს სმარტფონში შეძლებ.6
დაკავშირების, ჩართვისა და მუშაობის სახალისო გზები
Google Meet-ის live გაზიარების ფუნქციის მეშვეობით, შეძლებ მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად რეალურ დროში უყურო ვიდეოებს, ითამაშო და მოახდინო ჩანაწერების რედაქტირება. 7, 8
Galaxy ოჯახისთვის
შექმენი საბავშო ანგარიში, რომლის მეშვეობითაც შენი შვილები შეძლებენ უსაფრთხოდ გაეცნონ საკუთარი Samsung Galaxy-ს უსაზღვრო შესაძლებლობებს - ყოველთვის შეძლებ მათ შემოწმებას, იქნება ეს სმარტფონის აქტივობა, თუ მათი ადგილმდებარეობა რეალურ დროში. 9
შექმენი საბავშო ანგარიში, რომლის მეშვეობითაც შენი შვილები შეძლებენ უსაფრთხოდ გაეცნონ საკუთარი Samsung Galaxy-ს უსაზღვრო შესაძლებლობებს - ყოველთვის შეძლებ მათ შემოწმებას, იქნება ეს სმარტფონის აქტივობა, თუ მათი ადგილმდებარეობა რეალურ დროში. 9
უპასუხე ზარებს მოკლეტექსტური შეტყობინებით
ზარს ვერ პასუხობ? Bixby-ს შეუძლია ხმოვანი ზარები ჩატის ფორმატში გადაიყვანოს, ასე შეძლებ სატელეფონო ზარების მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მიღებას და პასუხის გაცემას. 10
შენი კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია.
დაბლოკე აპლიკაციები უცნობი წყაროებიდან და USB კაბელებით შემომავალი მავნე ბრძანებები. განახორციელე დამატებითი შემოწმება საეჭვო აქტივობებთან დაკავშირებით. ავტომატური დაბლოკვის ფუნქციის წყალობით შენი სმარტფონი კიდევ უფრო დაცულია.
დაბლოკე აპლიკაციები უცნობი წყაროებიდან და USB კაბელებით შემომავალი მავნე ბრძანებები. განახორციელე დამატებითი შემოწმება საეჭვო აქტივობებთან დაკავშირებით. ავტომატური დაბლოკვის ფუნქციის წყალობით შენი სმარტფონი კიდევ უფრო დაცულია.
ისიამოვნე უახლესი One UI 6-ით
გაააქტიურე Samsung Members-ის შეტყობინებები და მიიღე ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი One UI განახლების თარიღის შესახებ.
- გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
- ფუნქციების და/ან კონტენტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის, ქვეყნის/რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.
- Samsung Studio Galaxy Book-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2024 წლის პირველ ნახევარში.
ერთი და იგივე პროექტის ფაილის სხვადასხვა Galaxy მოწყობილობით რედაქტირების ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდება 2024 წლის პირველ ნახევარში. - ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსია და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე მომუშავე PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს, ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირის ქონა. იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელზეც ერთდროულადაა შესაძლებელი Quick Share ფუნქციის ფაილების გასაზიარებლად გამოყენება, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სისწრაფე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელთან კავშირის პირობების და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.
- უსადენო კლავიატურა იყიდება ცალკე.
- მხარდაჭერილია Galaxy Tab-ის მხოლოდ კონკრეტულ მოდელებზე, როგორიცაა Galaxy Tab S8, S9, A9+ და ა.შ. DeX რეჟიმში ფანჯრების რაოდენობა შესაძლოა შეზღუდული იყოს.
- გულისცემის უჩვეულო სიხშირის შესახებ შეტყობინების ფუნქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში** (2023 წლის ივლისის დასასრულის მონაცემებით).
არგენტინა, აზერბაიჯანი, ბრაზილია, კოსტა-რიკა, დომინიკის რესპუბლიკა, საქართველო, გვატემალა, ეკვადორი, ჰონგ-კონგი, ინდონეზია, კორეა, პანამა, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და აშშ (Galaxy Fit-ის გარდა).- სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა/ზღვის იქითა ტერიტორიებისთვის და რეგიონებისთვის, თუ ის არ არის მითითებული ქვეყნების სიაში.
- **სამომავლოდ შესაძლებელია IHRN ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში, თითოეულ ქვეყანაში/რეგიონში მიმდინარე მარეგულირებელი პროცესების შესაბამისად.
- გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა არ მოხდეს შეტყობინების მიღება გულისცემის არარეგულარული რითმის ყველა დაფიქსირებულ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს AFib-ზე და შეტყობინების არმიღება არ ნიშნავს იმას, რომ არ მიმდინარეობს რაიმე დაავადების განვითარება. აპლიკაცია არ არის განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასმული აქვთ არითმიის დიაგნოზი და ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან 22 წელზე ნაკლები ასაკის. მომხმარებლებმა არ უნდა მოახდინონ ინტერპრეტაცია ან ჩაიტარონ რაიმე სახის კლინიკური პროცედურა მხოლოდ მოწყობილობით მიღებული დიაგნოზის საფუძველზე. ნებისმიერი მსგავსი ქმედების განხორციელებამდე, საჭიროა კონსულტაციის გავლა სამედიცინო სფეროს კვალიფიციურ პროფესიონალთან.
- ქვეყნების/რეგიონების მიხედვით სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციისთვის და სიახლეებისთვის, იხილე Health Monitor (https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor).
- საჭიროა Samsung Health Monitor აპლიკაციის 1.2.1.009 ან უფრო ახალი ვერსია.
- გულისცემის სიხშირის ზონის პერსონალიზება შესაძლებელია მხოლოდ გარეთ სირბილის აქტივობის გააქტიურების შემთხვევაში. საჭიროა შეუჩერებლად 10 წუთზე მეტი დროის განმავლობაში სირბილი. საჭიროა Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალი ვერსია.
- მხარდაჭერილია Galaxy Watch4 და უფრო ახალ მოდელებზე.
- ძილის მონიტორინგის ფუნქცია განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
- არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან ძილთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების, მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- საჭიროა Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალი ვერსია.
- ძილის მონიტორინგის ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა სულ მცირე 7 ღამის ძილის მონაცემები (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე).
- Galaxy Z Fold5-ის S Pen Fold Edition იყიდება ცალკე. რეკომენდებულია კონკრეტულად Galaxy Z Fold-ისთვის განკუთვნილი S Pen-ის გამოყენება. ყველა სხვა S Pen-ის ან სტილუსის Pen-ის გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს ეკრანი. Galaxy Z Fold5-ს არ გააჩნია ინტეგრირებული სლოტი S Pen-ისთვის. S Pen-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძირითად ეკრანზე.
- Google Meet არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი. Google Meet აპლიკაციის შესაბამისობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ბაზრის მიხედვით. საჭიროა ოპტიმალური ინტერნეტ-კავშირი და Google ანგარიშის შექმნა.
- მხარდაჭერილია კორეის რესპუბლიკაში და აშშ-ში. საბავშვო ანგარიშების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მეურვის მოწყობილობაზე.
- „Bixby text call“-ს გააჩნია კორეული, ინგლისური, English (US, UK, ინდოეთი), გერმანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური ენების მხარდაჭერა.