Samsung Flow
ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობების
ჯადოსნური გამოცდილება
Samsung Flow გთავაზობს მომენტალურ და დაცულ კავშირს შენს მობილურსა და პლანშეტს/პერსონალურ კომპიუტერს შორის.
მიეცი წვდომა პლანშეტს/პერსონალურ კომპიუტერს მობილურიდან და ნახე მობილურის შეტყობინებები დაკავშირებულ დიდ ეკრანზე.
* დაემატა შენი პლანშეტის პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირების ფუნქცია.
მარტივი წვდომა
შენს Galaxy მოწყობილობებთან
Samsung Flow-ს დახმარებით, ტელეფონსა და კომპიუტერს უსაფრთხოდ დაუკავშირებ.
Smart View ფუნქცია
გამოიყენე Samsung Flow-ს ფუნქცია Smart View და გადაიტანე შენი მობილურის ეკრანის გამოსახულება კომპიუტერში.
ფაილების სხვა მოწყობილობაში გადატანა (Handover)
გაძლევს საშუალებას, გადაიტანო ფაილები რომელიმე სხვა მოწყობილობაში
შეტყობინებების სინქრონიზაცია
ახლა უკვე შეგიძლია, შენი მობილურის შეტყობინებები დაათვალიერო პლანშეტისა და პერსონალური კომპიუტერის ეკრანზე.
- * ზოგიერთ აპლიკაციაში შეტყობინებაზე პირდაპირი პასუხის ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
- ** მობილურზე პლანშეტიდან და კომპიუტერიდან ხდება შეტყობინებების სინქრონიზაცია და მათთან ინტერაქცია შეგიძლიათ მობილურიდანვე.
- * Samsung Flow, სისტემური მოთხოვნილებები
- - პლანშეტი/ კომპიუტერი Windows 10 და Creators განახლება, Bluetooth, Wi-Fi ან Samsung-ის Android პლანშეტი
- Samsung-ის სმარტფონი: Android N OS (7.0) ან უფრო ახალი - * ოპერაციული სისტემის ძველ ვერსიებში შესაძლოა შეზღუდული იყოს ფუნქციები და შესაძლებლობები.
- * დამოკიდებულია სმარტოფის მონაცემებზე და შესაძლოა ზოგიერთ მოდელს არ ქონდეს მხარდაჭერა.
- * Samsung Flow-ს ვერსია საათებისთვის, ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, აღარ არის ხელმისაწვდომი.
- * Samsung Flow მუშაობს მხოლოდ იმ ტელეფონებზე, სადაც დაინსტალირებულია Samsung Electronics-ის პროგრამული უზრუნველყოფა.
- * ინტერფეისი შეიძლება შეიცვალოს წინასწარ გაფრთხილების გარეშე.
- * Samsung Flow 3 მოწყობილობასთან დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. გთხოვთ განაახლოთ Samsung Flow უახლეს ვერსიაზე.
- * ფოტო განკუთვნილია ვიზუალური მაგალითისთვის.