Samsung Cloud
უსაფრთხო ადგილი მონაცემებისთვის
შენს ტელეფონში ისეთი მოგონებები ინახება, რომელთა დაკარგვაც არ გინდა. შვებულების ფოტოების, კონცერტის ვიდეოების, სამსახურის ფაილებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების შენახვა ერთ სივრცეში შეგიძლია. Samsung Cloud ფაილების მართვას გიმარტივებს, მარტივია მათზე წვდომის მოპოვება, დაარქივება ან აღდგენა და ამისთვის მხოლოდ სმარტფონი და პლანშეტიც საკმარისია.
მოარგე საკთარ გემოვნებას
ყველაფერი ისე მოაწყე, როგორც გინდა. ახალი ტელეფონის შემთხვევაშიც, ყველაფერს მარტივად აღადგენ.
SAMSUNG CLOUD ინახავს შენს პარამეტრებს, აპლიკაციების განლაგებას და შეუძლია პარამეტრების აღდგენა SAMSUNG-ის სხვა მოწყობილობებზეც.
Samsung Cloud და OneDrive უკვე ერთად
Samsung Cloud-ის გალერეის სინქრონიზაცია Microsoft OneDrive-თან ერთად გახდა შესაძლებელი. დააკავშირე Samsung-ისა და Microsoft-ის ანგარიშები და ისარგებლეთ Microsoft OneDrive-ის ყველა ფუნქციითა და უპირატესობებით.
* დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი კითხვა-პასუხის გვერდზე.
ისარგებლე გალერეის სინქრონი
ზაციით Microsoft OneDrive-თან ერთად
ინტეგრაციის დასაწყებად გახსენი Samsung Cloud ან გალერეის აპლიკაცია .
შენი ფოტოების ნახვას Microsoft OneDrive-ზე შეძლებ. ისინი Samsung Cloud აპლიკაციაშიც არის ხელმისაწვდომი.
- * ეს ფუნქცია დამოკიდებულია სმარტფონის მოდელზე.
- * ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანასა და მობილურ ოპერატორზე.
მისი გამოყენება ძალიან მარტივია!
აირჩიე, რისი ატვირთვა ან ჩამოტვირთვა გსურს Samsung Cloud-ზე.
დასაწყებად გახსენი პარამეტრების მენიუ ტელეფონში.
* Samsung Cloud-სა და მის ფუნქციებზე წვდომა დამოკიდებულია სმარტფონზე, ოპერაციულ სისტემასა და/ან ქვეყანაზე.
Samsung Cloud-ის პარამეტრები
სინქრონიზაცია, კოპირება და აღდგენა
Cloud-ზე დროებით რეზერვირება
შენი მონაცემების, მათ შორის ფოტოების, ვიდეოების და პერსონალური ფაილების გადაგზავნის ახალი გზა
Cloud-ზე დროებით რეზერვირების ფუნქცია საშუალებას გაძლევს უსაფრთხოდ შეინახო შენი მონაცემები სმარტფონის შეკეთების დროს. ის ასევე შეგიძლია გამოიყენო ახალ მოწყობილობებზე მონაცემების სწრაფად და მარტივად გადატანისთვის. უბრალოდ ატვირთე შენი მონაცემები Cloud-ზე, სადაც ისინი დაცულად და უსაფრთხოდ იქნება შენახული, შემდეგ კი ჩამოტვირთე შესაბამის მოწყობილობაში ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. Cloud-ზე დროებით რეზერვირების ფუნქციის მეშვეობით, შეგიძლია დაცულ საქაღალდეში (Secure Folder) შეინახო შენთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი სახის მონაცემები - ფოტოები, ვიდეოები, კონტაქტების ჩანაწერები, კალენდრის თარიღები, მოწყობილობის პარამეტრები და პერსონალური ფაილებიც კი.
- * ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე მობილური ქსელის ოპერატორზე და მოდელის სპეციფიკაციებზე.
- * დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილე ხშირად დასმული კითხვები.FAQ.
აი, როგორ შეგიძლია მისი გამოყენება
მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა
საფეხური 01
გახსენი Cloud-ზე დროებით რეზერვირების აპლიკაცია და აირჩიე „მონაცემების რეზერვირება“ („Backup data“)
საფეხური 02
აირჩიე მონაცემთა კატეგორია, რომლის რეზერვირებაც გსურს
საფეხური 03
მიმდინარეობს რეზერვირება
საფეხური 04
რეზერვირება დასრულებულია
- * პარამეტრები (Settings) > ელემენტი და მოწყობილობის მოვლა (Battery and device care) > მომსახურების რეჟიმი (Maintenance mode)
- * ეკრანზე წარმოდგენილი გამოსახულება მოცემულია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
მონაცემების აღდგენა
საფეხური 01
გახსენი Cloud-ზე დროებით რეზერვირების აპლიკაცია და აირჩიე „მონაცემების აღდგენა“ („Restore data“)
საფეხური 02
აირჩიე მონაცემთა კატეგორია, რომლის აღდგენაც გსურს
საფეხური 03
მიმდინარეობს აღდგენა
საფეხური 04
აღდგენა დასრულებულია
- * პარამეტრები (Settings) > ელემენტი და მოწყობილობის მოვლა (Battery and device care) > მომსახურების რეჟიმი (Maintenance mode)
- * ეკრანზე წარმოდგენილი გამოსახულება მოცემულია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
* ფოტო განკუთვნილია ვიზუალური მაგალითისთვის.