საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის განყოფილება მუდმივად ავითარებს და აფართოებს სტრატეგიული პროდუქციის წარმოებას. მას შემდეგ, რაც 2006 წელს ჩვენ პირველად დავიპყარით გლობალური ბაზრის უდიდესი წილი, მოწინავე ტექნოლოგიებმა და ინოვაციურმა დიზაინმა განამტკიცა ჩვენი ლიდერობა ბრტყელპანელიანი ტელევიზორებისა და მონიტორების წარმოების სფეროში. როგორც ციფრული ტექნოლოგიების მწარმოებელმა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ზრდას, როდესაც პირველებმა გამოვუშვით პრემიუმ-მოწყობილობების ბაზარზე ინოვაციური დიზაინის მქონე სრულიად ახალი პროდუქტები და მოწყობილობები.
დისპლეები
Lifestyle TV ტელევიზორების ახალი ხაზის შემუშავებით ჩვენ გზას ვუხსნით უსაზღვრო თავისუფლებას სახლის ნებისმიერ ნაწილში ეკრანების განთავსებისათვის.
ციფრული საყოფაცხოვრებო მოწყობილობები
სახლისა და ცხოვრების წესის შემქმნელის ჩვენეული ხედვიდან გამომდინარე ჩვენ მომავალშიც შემოგთავაზებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ ინოვაციებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება სხვადასხვა ტიპის მომხმარებლების ცხოვრების სტილთან.
ჯანდაცვა და სამედიცინო აღჭურვილობა
მუდმივი ინოვაციების საფუძველზე ჩვენ ვესწრაფვით ისეთი პროდუქტებისა და გადაწყვეტების შემოთავაზებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის მუშაკებს, უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებული დასმულ დიაგნოზში.